კიდევ უფრო შორეული გალაქტიკა

 კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ასტრონომებმა, რომლებიც უძველესი გალაქტიკების ძებნით არიან დაკავებულნი, აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც სამყაროს ყველაზე უფრო შორეულ და ხნიერ ობიექტად შეიძლება ჩაითვალოს. გალაქტიკა EGS8p7, ამ წლის დასაწყისში, ორბიტალური ტელსკოპების – ”ჰაბლი” და ”სპიცერი”, საშაულებით აღმოაჩინეს, რის მერეც მის კვლევაში ყველაზე უფრო ძლიერი ასტრონომიული ინსტრუმენტებიც ჩაერთო. კეკის ობსერვატორიის ასტრონომებმა, MOSFIRE გამოყენეს(კეკის ობსერვატორიის უახლესი სპექტრომეტრი), ჩაატარეს ამ გალაქტიკის სინათლის სპექტროგრაფიული ანალიზი, დაადგინეს წითელი წანაცვლება და ასაკი, რომელიც 13,2 მილიარდ წელს უტოლდება(შედარებისთვის, სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელია).

 განმეორებითი იონიზაციის დაწყებამდე, წყალბადის ნეიტრალური ატომებისგან შემდგარი ღრუბლები, გარკვეული ტალღის სიგრძის სინათლეს შთანთქავდა და ყველაზე პირველ გალაქტიკათა გამოსხივებაში სპეციფიური სპექტრული ნაკრების ხაზებს ქმნიდა – ე.წ. ლაიმანისეული ალფა-ხაზები, რაც ცხელი და ახალგაზრდა ვარსკვლავების ულტრაიისფერი გამოსხივებით გავარვარებული წყალბადის სპექტრულ ხელმოწერას წარმოადგენს(ახალგაზრდა ვარსკვლავების ფორმირების ინტენსიურად მიმავალი პროცესების ინდიკატორი).

 ”საკვირველი ფაქტია, რომ ჩვენ, აღმოვაჩინეთ სპექტრული ხაზები მკრთალი გალაქტიკისა, რომლის წითელი წანაცვლების მაჩვენებელი 8,68-ს უტოლდება, რაც სინათლის მშთანთქმელი წყალბადის ღრუბლებით შევსებული სამყაროს პერიოდს შეესაბამება. ამ აღმოჩენამდე, ყველაზე უფრო ხნიერი გალატიკის წითელი წანაცვლება 7,73-ს შეადგენდა” – ამბობენ კვლევის ავტორები.kekis teleskopi lazeri

 დამზერილი ფენომენის ერთ-ერთ მიზეზი, წყალბადის ღრუბლების განმეორებითი იონიზაციის არაერთგვაროვნება შეიძლება იყოს, სამყაროს მთელ მოცულობაში(უძვეელსი EGS-zs8-1; მასიური გალაქტიკები სამყაროს კიდეზე; ”ჰაბლი” ადრეული სამყაროსათვის დამახასიათებელ გალაქტიკებს ხედავს; რეკორდულად შორეული გალაქტიკა; უძველესი და ახალგაზრდა; კიდევ უფრო შორეული გალაქტიკა; უშორესი SXDF-NB1006-2; შორეული გალაქტიკა; უძველესი გალაქტიკა; აღმოაჩინეს ყველაზე შორეული და ელვარე გალაქტიკა; უძველესი გალაქტიკა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.