კოსმოლოგებს სამყაროს პირველი წამების დანახვა სურთ

 მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, პირველადი სინათლის ზეზუსტი დამზერა, კოსმოსური ინფლაციის პოპულარული თეორიის მტკიცებულება იქნება, რომლის მიხედვითაც, სამყაროს ქსოვილის დრო-სივრცეში, სიმკვრივის შემთხვევითმა მიკროსკოპულმა ფლუქტუაციებმა სამყარო გააჩინა, 13,8 მილიარდი წლის წინათ მომხდარი დიდი აფთქების შედეგად.

 კოსმოლოგთა შორის, ვინც ამ სუსტ სიგნალებს ეძებს, ჯონ კარლსტრომიც არის, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დამსახურებული პროფესორი. სამყაროს წარმოშობისა და მისი ევოლუციის მტკიცებულებათა ძიებაში, ის და მისი კოლეგები, სამხრეთ პოლუსზე არსებულ ობსერვატორიას(SPT) გამოიყენებენ(ინფლაციის კვალის ძიებაში: პოლარიზაციის ”მოდა”).

 ახლა დღის წესრიგში კოსმოსური ინფლაციის თეორიის გამოცდაა, დღევანდელი დღისთვის ყველაზე უფრო მკაცრი დამზერითი ტესტის საშუალებით. საუბარია უკიდურესად სუსტი გრავიტაციული ტალღების აღმოჩენაზე, რომლებიც აინშტაინისეული ფარდობითობის თეორიის თანახმად, კოსმოსური ინფლაციის დროს უნდა წარმოქნილიყო(LISA Pathfinder – გრავიტაციული ტალღების მძებნელის წინამორბედი).

 ”გრავიტაციულ ტალღებს, ბევრი რამის თქმა შეუძლიათ ინფლაციის შესახებ. ამით, სამყაროს წარმოშობის იდეასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონკურენტული იდეების გამორიცხვაც მოხდება. მათი რაოდენობა მცირდება, თუმცა ისინი არ წინასწარმეტყველებენ, რომ ყველაფერი ექსტრემალური, ცეცხლოვანი დიდი აფეთქებით დაიწყო, ანუ კვანტური ფლუქტუაციით” – ამბობს კარლსტრომი(რა აფეთქდა დიდ აფეთქებაში?).

 კარლსტრომი და მისი კოლეგები სპეციალურ ინსტრუმენტს ქმნიან, პოლარიმეტრს, რომელიც SPT-ს დამატება იქნება. SPT სუბმილიმეტრული ტალღის სიგრძეზე მუშაობს, ელექტრომაგნიტური სპექტრის მიკროტალღურისა და ინფრაწითელი გამოსხივებების შუალედში.

 SPT სამიზნეს წარმოადგენს ბნელი ენერგიაც. განზიდვის ძალა, რომელიც სამყაროში არსებული მატერიის მიზიდულობის ძალას ძლევს და აჩქარებით აფართოებს მას. უხილავი ბნელი ენერგიის ”დანახვა”, მხოლოდ იმ ზეგავლენით შეიძლება, რომლითაც ის გალაქტიკურ გროვებზე მოქმედებს.

 SPT კოსმოსურ მიკროტალღურ ფონსაც ხედავს – დიდი აფეთქებისგან დატოვებულ პირველად ნათებას, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში სუსტდებოდა და ახლა, მიკროტალღური გამოსხივების სახით არის წარმოდგენილი. ამჯერად, მეცნიერული საზოგადოება კიდევ უფრო დაბალი ტონის ექოს – გრავიტაციული ტალღების ”მოსასმენად” ემზადება(Advanced LIGO გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას აგრძელებს).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=3pu84BQVxK4

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.