შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემის კიდესთან მდებარე ერთ-ერთ ჯუჯა პლანეტას რგოლები აქვს (nature).
საუბარია ჯუჯა პლანეტა ქუაოარზე, რომელიც 2002 წელს იქნა აღმოჩენილი. პლუტონზე ორჯერ პატარა ზომის პლანეტის გარშემო რგოლების შემჩნევა, თანამედროვე მოწყობილობის, HiPERCAM-ის გამოყენებით მოხერხდა, რომელიც ყველაზე დიდი სარკის მქონე კანარის დიდ ტელესკოპზეა (GTC) დამონტაჟებული.
ამასთან ერთად, ეს რგოლები მცირე ზომისაა და ძალიან მკრთალი იმისათვის, რომ ისინი ფოტოზე გამოჩენილიყო. აღმოჩენის გაკეთება ჩრდილის ხარჯზე მოხდა, რომელიც მაშინ გაჩნდა, როდესაც ქუაოარი და ფონური ვარსკვლავი მხედველობის ერთ ხაზზე მოხვდა. ე.წ. გადაფარვა 1 წუთი გაგრძელდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში რგოლების მიერ სინათლის გავრცელებაში გამოწვეული ხარვეზები, მათ ნამდვილად არსებობაზე მიუთითებდა.
მზის სისტემა რგოლიანი პლანეტების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა. მათ შორის ყველაზე ცნობილია სატურნი, შემდეგ კი სუსტი რგოლების მქონე იუპიტერი, ურანი და ნეპტუნი. მცირე პლანეტებიდან რგოლები ავქვს ჰარიკლესა და ჰაუმეას. ქუაოარის უნიკალურობა კი ისაა, რომ რგოლები, პლანეტის შვიდი რადიუსის მანძილზე შორსაა. ეს ორჯერ მეტია იმაზე, რაც ადრე მაქსიმალურ მანძილად ითვლებოდა შესაბამისობაში როშის ზღვართან, რომლის შიგნითაც რგოლებიანი სისტემის არსებობაა შესაძლებელი (როშეს ზღვარი და როშეს ღრუ). მაგალითად, სატურნის რგოლები ამ პლანეტის სამი რადიუსის მანძილზეა ფორმირებული.
ახალი კვლევით მიღებული შედეგბი, მეცნიერებს, რგოლების წარმოქმნის შესახებ არსებული თეორიების გადახედვას აიძულებს (ფარფარაუტი (2018 AG37), მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი; ჯუჯა პლანეტები).