ფარფარაუტი (2018 AG37), მზის სისტემის ყველაზე შორეული ობიექტი

 ეს ობიექტი, 2018 წლის იანვარში აღმოაჩინეს, ჰიპოთეტური “მეცხრე პლანეტის” ძებნის დროს, ჰავაიზე მდებარე “სუბარუს” (იაპონია) საშუალებით. მიუხედავად ამისა, 2019 წლამდე რჩებოდა შეუმჩნეველი, ფოტოების მეორედ დათვალიერებამდე, რაც აშშ ასტრონომმა, სკოტ შეპარდმა გააკეთა. ობიექტეს მაშინვე გამოუჩნდა არაოფიციალური სახელი – “ფარფარაუტი” (ძალიან შორს), რითაც ხაზი გაესვა მის ძალიან შორს მდებარეობას მზიდან.

 “სუბარუთი” გადაღებული ორი ფოტოს შედარება, რომლებზეც ფარფარაუტი იქნა აღმოჩენილი.

ობიექტის ნამდვილად არსებობა 2019 წლის მაისში და 2020 წლის იანვარში ჩატარებული განმეორებითი დაკვირვებებით დადასტურდა. ოფიციალური აღიარება და სახელი – 2018 AG37, 2021 წლის 10 თებერვალს მიიღო. 400 კმ-მდე დიამეტრის მქონე ობიექტამდე მანძილი დაახლოებით 140 ასტრონომიული ერთეულია (21 მლრდ.კმ.). ძალიან წაგრძელებული და დიდი ორბიტის გამო, დაახლოებით 717,8 წლიანი პერიოდით, ფარფარაუტამდე მანძილი ისევ დაზუსტების პროცესშია. 2019 წლის მდგომარეობით, ის არის ყველაზე შორეული დამზერადი ობიექტი მზის სისტემაში (ჯუჯა პლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.