კიდევ ერთი ელვარე კომეტა – C/2024 S1 (ATLAS)

 C/2024 S1 (ATLAS), მზის ახლოს მოძრავი კროიცის ოჯახის კომეტაა, რომელიც 2024 წლის 27 სექტემბერს აღმოაჩინეს, დამზერის პროგრამით ATLAS, ჰავაიზე მდებარე 0,5 მეტრიანი სარკის მქონე ტელესკოპით.

 C ნიშნავს, რომ არაპერიოდული კომეტაა, ასეთები მზის სისტემის კედეზე არსებული ოორტის ყინულოვანი ობიექტების ღრუბლიდან მოდიან და მზის სისტემის შიდა ნაწილში მხოლოდ ერთხელ გაივლიან, ან რამდენიმე ათასი წლის მერე.

 კროიცის ოჯახის კომეტები ძალიან ახლოს მიდიან მზესთან და ისეთი ალვარე ხდებიან, რომ დღის ცაზეც კი ჩანან ხოლმე. C/2024 S1 (ATLAS)-ის ნათობა -5-დან -7-მდე შეიძლება გაიზარდოს და ამ ოჯახის ყველაზე კაშკაშა კომეტად იქცეს, რაც 1965 წლის მერე არ მომხდარა (ვარსკვლავური სიდიდე).

 29-31 ოქტომბრისთვის, პერიჰელიონის გავლის მერე, თუ მზესთან მიახლოებას გადაიტანს და არ დაიშლება, დიდი და ელვარე კუდი გაუჩნდება, 3-დან 11 გრადუსამდე მოშორდება მზეს (კუთხური ზომა) და ჩრდილოეთ ნახევარსფეროელი დამკვირვებლისთვის საუკეთესო პოზიციას დაიჭრეს. 31 ოქტომბერს, აღმოჩნდება ვარსკვლავ სპიკასთან ახლოს (არ გამოგრჩეთ კიდევ ერთი – წლის საუკეთესო კომეტობის კანდიდატი – C/2023 A3 (ცუჩინშანი–ATLAS), დამზერის საუკეთესო დრო – 12 ოქტომბერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.