2017 წლის 7 სექტემბრიდან, ახალმა კანადურმა რადიო ტელესკოპმა სამყაროს ”მოსმენა” დაიწყო. ექსპლუატაციაში შესვლის მერე, CHIME(Canadian Hydrogen Intensity Mapping Experiment) ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ზედაპირულ ტელესკოპად იქცა.
CHIME-ს კონსტრუქცია ჩვენთვის ნაცნობი რადიო ტელესკოპების კონსტრუქციას არ ჰგავს. მისი ანტენები ძირს დადებული 20 მეტრიანი მილების ნახევრებს ჰგავს, 100 მეტრი სიგრძით თითოეული. მისი მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა, ბრიტანული კოლუმბიის(University of British Columbia), ტორონტოს(University of Toronto), მაკგილის(McGill University) უნივერსიტეტეგბის მეცნიერთა მონაწილეობით, ასევე კანადის მკვლევართა ნაციონალური საბჭოს თანადგომით(National Research Council of Canada, NRC).
აღსანიშანვია, რომ შეუჩერებლად მომუშავე სისტემა, 1024 მაღალი მგრძნობელობის დეტექტორიდან მიღებულ სიგნალებს(37-75 სმ. – 400-800 მჰც.) ციფრულ მონაცემებად გარდაქმნის(ტერაბაიტი წამში). ინფორმაციის ასეთი ნაკადის გამო, ტელესკოპის მუშაობის დაწყება გადაიდო, სანამ უამრავი გრაფიკული პროცესორის დამატება მოხდებოდა, რომლებითაც ჯერ ინფორმაციის 100 ათასჯერ შეკუმშვა ხდება, მერე კი მყარ დისკებზე ფაილებად ჩაწერა.
მეცნიერთა ჯგუფის მთავარ ამოცანას სამყაროს გაფართოების ზუსტი სიჩქარის დადგენა წარმოადგენს(ჰაბლის კანონი). ტელესკოპის მიერ შეგროვებული მთელი ინფორმაცია, სამყაროს სამგანზომილებიანი რუკის შედგენა განახლებას მოხმარდება, რითაც ბნელ ენერგიად წოდებული სუბსტანციის კონცენტრაცია უნდა დადგინდეს. გაირკვეს, მართლაც არსებობს თუ არა ეს ბნელი ენერგია და როგორია მისი როლი სამყაროს სულ უფრო მზარდი აჩქარებით გაფართოებაში. დამატებით, რაღა თქმა უნდა, ე.წ. სწრაფი რადიო ანთებები(FRB), მათი პარამეტრები, წყაროთა ზუსტი ადგილები და წარმოქმნის მექანიზმი(სწრაფი რადიოიმპულსების წყარო დადგენილია).
”CHIME-ს შესაძლებლობები საშუალებას მოგვცემს გავზომოთ სამყაროს აჩქარების ტემპი მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე. ბნელი ენერგია ასტროფიზიკის ის ნაწილია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით და მის ამოხსნას საერთო ძალებით ვცდილობთ” – ამბობს დოქტორი მარკ ჰელფერნი(University of British Columbia)(სამყაროს გაფართოების სიჩქარე ისევ არ ვიცით; ჩინეთის 500 მეტრიანი მასიური რადიოტელესკოპი სექტემბერში ამუშავდება; არესიბო – ყველაზე დიდი ტელესკოპი მსოფლიოში).