2026 წლის 10 იანვარს, იშვიათი ასტრონომიული მოვლენა დაიწყო – იუპიტერის პირისპირდგომა (ოპოზიცია). ამ მოვლენათა შორის ინტერვალი 13 თვეს შეადგენს. იუპიტერი, მზიდან მეხუთე და მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა. შეუიარაღებელი თვალით მისი მოძებნა ადვილია, ხოლო ზოლებიანი ატმოსფეროს დასათვალიერებლად ოპტიკური მოწყობილობა დაგჭირდებათ. პირისპირდგომისას, პლანეტა, მზე-დედამიწის შემაერთებელი ხაზის გაგრძელებაზე აღმოჩნდება ხოლმე და ზუსტად მზის საპირისპირო მხარეს ჩანს ჩვენი პლანეტიდან.

10 იანვრის ღამეს, იუპიტერამდე მანძილი 633 მილიონ კილომეტრი იქნება, რაც ღამის ცის ელვარებით მესამე ობიექტად აქცევს მას, მთვარისა და ვენერას მერე. ბინოკლის საშუალებით, მასთან ახლოს ოთხი პატრა „ვარსკვლავიც“ გამოჩნდება, იუპიტერის ოთხი თანამგზავრი – იო, ევროპა, განიმედე და კალისტო.
ე.წ. დიდი პირისპიდგომა 12 წელიწადში ერთხელ ხდება, როცა იუპიტერი თავისი ორბიტის პერიჰელიონის (მზესთან უახლოესი წერტილი ორბიტაზე) წერტილთან ახლოსაა. ამ დროს, დედამიწელი დამკვირვებლისთვის იუპიტერის კუთხური ზომა 50 კუთხურ წამს უტოლდება, ხოლო ელვარება: -2,9 m. იუპიტერის წინა დიდი პირისპირდგომა 2022 წლის 26 სექტემბერს იყო, შემდეგი კი 2034-35 წლებში იქნება.