… და ეს კი იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების ალბათობა არაზუსტადაა შეფასებული(ESO).
რამდენიმე წლის განმავლობაში, დედამიწის ზედაპირზე არსებული ტელეკსოპების გამოყენებით, კენტის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა, სტეფან ლოურის ხელმძღვანელობით, დედამიწის ახლოს მოძრავი ასტეროიდის – იტოკავას ბრუნვის სიჩქარეში ცვლილებები დააფიქსირეს, რის საფუძველზეც დაასკვნეს, რომ მას ძალიან უჩვეულო შიდა სტრუქტურა აქვს.
წლების განმავლობაში, ასტეროიდის ხილული ელვარების რეგისტრაციით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი ბრუნვის სიჩქარე დროის შედარებით მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად იცვლებოდა. თეორიულად, ეს იარკოვსკის ეფექტით შეიძლება აიხსნას, როცა მზის გამოსხივების ენერგია სხეულის ზედაპირზე არათანაბრად ნაწილდება, რის გამოც უსწორმასწორო ფორმის ასტეროიდის ზედაპირზე არაერთგვაროვნად განაწილებული სითბო გაწევის ძალას წარმოქმნის, რაც, მთლიანობაში, ასტეროიდის მოძრაობის ტრექტორიასა და მისი ბრუნვის სიჩქარეზე ზემოქმედებს.
ლოურის ჯგუფმა, იარკოვსის ეფექტის ზემოქმედების რაოდენობრივი მაჩვენებელი განსაზღვრა და დაადგინა, რომ ასტეორიდის ბრუნვის სიჩქარე ყოველწლიურად 0,045 წამით მცირდება. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მიზერული რიცხვია, პრქტიკაში კი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ამ კვლევის ჩატარებამდე ითვლებოდა.
ამის ასახნელად მხოლოდ ერთი ვარიანტი თუ გამოდგება, იტოკავს ორ ნაწილს განსხვავებული სიმკვრივეები აქვს. ანუ ჩვენს წინაშეა ასტეროიდის არაერთგვაროვანი შინაგანი სტრუქტურის პირველი ფაქტი. წინასწარი შეფასებებით, ამ სხეულის ერთი ნაწილის სიმკვრივე 1,75 გ/სმ3, მეორესი – 2,85 გ/სმ3.
დაკვირვებებში უმნიშვნელოვანესი როლი „ახალი ტექნოლოგიების ტელესკოპმა“ ითამშა, რომელიც 2001-2013 წლებში სხვა ობიექტებთან ერთად, იტოკავასაც უთვალთვალებდა.
ფენომენის სარწმუნო ახსნად, იტოკავას წარმოშობა ორი მეზობელი ასტეროიდის შერწყმას უნდა უკავშირდებოდეს, შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ საქმე გვაქვს საერთო მექანიზმთან, რომელსაც უამრავი რაოდენობის საკმაოდ არაერთგვაროვანი სტრუქტურის ობიექტები შეუძლია წარმოქმნას.
კვლევას არა მარტო თეორიული მნიშვნელობა აქვს: თუ მთელი რიგი „შედგენილი“ ასტეროიდებისთვის იარკოვსკის ეფექტი უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა, მაშინ დედამიწისმახლობელი ასტეროიდების ტრაექტორიებზე მისი ზემოქმედებაც გაცილებით მაღალი იქნება. ანუ, პოტენციური საფრთხის მატარებელი ასტეროიდების აქამდე გამოთვლილი ტრაექტორიების პარამეტრები ზუსტი არ იქნება და სერიოზულ კორექტირებას საჭიროებს, რაც ლოურის მეთოდის გამოყენებით არის შესაძლებელი (დედამიწელები ასტეროიდებს ესვრიან…; მისია ”ჰაიაბუსა”; საშიშროება კოსმოსიდან).