ატმოსფეროში ე.წ. ქიმიური ლიუმინისცენცია იგივე სიმაღლეზე ჩნდება, რომელზეც პოლარული ნათება. ატმოსფეროს ნათების დაფიქსირება მაღალი მგრძნობელობის კამერებს შეუძლია, რაც ამ ფოტოზე მოწითალო-ცეცხლისფრად დაიმზირება. ამ გამოსხივებას, ძირითადად, უკიდურესად გაიშვიათებულ ჰაერში მდებარე ჟანგბადის ატომები იძლევა. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ის ხშირად შეიმჩნევა სამხრეთის ბნელ ცაში. წინა კვირას, როცა ეს ფოტო გადაიღეს(იური ბელეცკი), ობსერვატორია ლას-კამპანასის თავზე(ჩილე, უდაბნო ატაკამა – დიდი ტელესკოპების ერა) ირმის ნახტომიც ჩანდა და ატმოსფეროს ნათებაც, თუმცა, შეუიარაღებელ თვალს მისი ფერის გარჩევა არ შეუძლია. იუპიტერი, ყველაზე ელვარე ციური შუქურაა, ამოდის აღმოსავლეთ ჰორიზონტიდან(ზემოთ), ირმის ნახტომის ცენტრალურ ბალჯთან ახლოს. მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლები – გალაქტიკის სიბრტყის ქვემოთ, მარცხნივ, სამხრეთ ჰორიზონტის თავზეა(მთვარის დაბნელება და მანათობელი მტვერი).
ირმის ნახტომი და სამხრეთის ცის ნათება
Posted by