ირმის ნახტომის შავმა ურჩხულმა ნადავლი უკან ამოანთხია

 ირმის ნახტომის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი ყველაფერს ყლაპავს რაც კი გზად შეხვდება. ახალი კველების მიხედვით, გაზის ღრუბლის 99 პროცენტს, რომელსაც ის შთანთქავს, ისევ უკან, გარემო სივრცეში გამოტყორცნის. როცა შავი ურჩხული რაიმეს შთანთქმას იწყებს, ”საკვები” მის შიგნით კი არა, არამედ მის ”ზედაპირზე” მიმოიბნევა და მუშავდება. ჩვენ ზემასიურ ხვრელს, სახელწოდებით მშვილდოსნი A, 4 მილიონი მზის მასა აქვ. ასეთი გაუმაძღრობის მიუხედავად ის არ ფართოვდება(თუმცა მძიმდება, ფართოვდება მხოლოდ მოვლენათა ჰორიზონტი) და მისი დანახვა ძალიან ძნელია, რომ არა მისგან წამოსული ძლიერი რადიაცია, რომელიც მეცნიერებს ეხმარება გაიგონ, თუ რატომ არის ის ასეთი ბუნდოვანი და ბნელი.
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=qjiWNYkzlXk

 თითქმის 20 წელია, რაც კამათი და კვლევა მიმდინარეობს, თუ რა ხდება სინამდვილეში შავი ხვრელის ირგვლივ. ნასას კოსმოსური ობსერვატორიიდან – ”ჩანდრა”, 5 კვირიანმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ შავი ხვრელის ირგვლივ არსებული ცხელი გაზი გაცილებით ნაკლები ტემპერატურის იყო, ვიდრე მის შორიახლოს არსებული გაზი, რადგანაც დიდი მასის ხვრელთან შეჯახების დროს და მისი შთანთქმის პროცესში გაზის ღრუბლის ტემპერატურა ეცემა. თუმცა ზუსტად როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი  ჯერ ჯერობით დაუდგენელია. მეცნიერები უამრავ სხვადასხვა სიმულაციებსა და თეორიებს ქმნიან, რათა გამოიკვლიონ თუ რა ძალა გამოტყორცნის უკან გადაყლაპულ გაზს და სად მიდის ეს გაზი. წარმატებული კვლევები მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო ჩვენი ხვრელის, არამედ სხვა გალაქტიკებში  არსებული ნაკლებად დამზერადი ხვრელების გამოსაკვლევადაც. ”ჩანდრა”-თი დაკვირვებებმა ასევე აჩვენა თუ საიდან მოდის გაზის ღრუბელი და  მისი ფორმის საკმაოდ მკაფიო, დეტალური სურათიც გადაიღო. სავარაუდოდ, გაზის ღრუბლის წარმოქმნას მასიური ვარსკვლავების სუპერ სწრაფი ქარი განაპირობებს. მეცნიერების ყველა ხერხი და თეორია მომავალში გამოიცდება, რადგან აქამდე არსებული კვლევების მიხედვით შავი ხვრელის ირგვლივ არსებული ღრუბელი ცხელი ეგონათ(შავ ხვრელს ბირთვული სინთეზის განხორციელება შეუძლია), სინამდვილეში კი ის ცივია. ასევე ამ წლის ბოლოს მოხდება G2 ღრუბლის ხვრელთან შეჯახება, რომლის დაფიქსირება საკმაოდ საინტერესო იქნება ახალი კვლევებისთვის, შესაძლოა მეცნიერებმა რაიმე ახალი და საინტერესოც დააფიქსირონ.
 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.