მწევრების თანავარსკვლავედში მდებარე ულამაზეს მესიე 94-მდე მანძილი 15 მილიონი სინათლის წელია. ეს სპირალური გალაქტიკა ჩვენკენ სიბრტყით არის მობრუნებული, ამიტომ ძალიან პოპულარული ობიექტია დედამიწელ ასტრონომთა შორის. მისი დიამეტრი 30 ათასი სინათლის წელია, სპირალური მკვლავები, ფართო დისკოს გარე ნაწილებისკენ არის განტოტვილი. “ჰაბლის” მიერ გადაღებული ეს ფოტო, M94-ის ცენტრის 7 ათასი სინათლის წლის ზომის ნაწილს მოიცავს. მკაფიო და დიდი გამოსახულება, ელვარე კომპაქტური ბირთვის კვლევის საშუალებას იძლევა, კარგად ჩანს მტვრის შიდა ზოლები, შემოფარგლული ცისფერი მასიური ვარსკვლვებისგან შემდაგრი რკალებით. ამ ვარსკვლავების ასაკი 10 მილიონი წელია. ეს იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკამ სწრაფი ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესების პერიოდი გადაიტანა. პატარა ელვარე ბირთვი, სეიფერტის გალტიკებისთვის ტიპიურია, ეს გალაქტიკა, ასევე, ინტენსიური ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესებით გამორჩეულიც აღმოჩნდა. M94 არც ისე შორს მდებარეობს და ასტრონომებს შუძლიათ დეტალურად შეისწავლონ ის მიზეზები, რამაც აუარებელი რაოდენობით ვარსკვლავის ანთება გამოიწვია (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
