ილონ მასკი და ეკოლოგია…

 120 მეტრი სიმაღლის რაკეტა ორი მთავარი ნაწილისგან შედგება: პირველი საფეხური – ამაჩქარებელი “სუპერ ჰევი” (Super heavy), მეთანზე მომუშავე 33 ძრავით – “რაპტორი” (Raptor). მეორე ნაწილი, რაკეტაც არის და კოსმოსური ხომალდიც – “სტარშიფი” (starship), 3 ატმოსფერული მართვადი “რაპტორითა” და 3 უძრავი “რაპტორ ვაკუუმით”, მან რამდენიმე საცდელი ფრენა უკვე განახორციელა კიდეც, ხოლო 33 ერთად მომუშავე “რაპტორისთვის” 20 აპრილის სტარტი პირველი იყო. მოკლედ, კონფიგურაცია “სტარშიფი” აქამდე არსებულ ყველა კოსმოსურ ხომალდზე მძლავრია.

 ამ 120 მეტრიანი რკინის დრაკონის საცდელი აფრენები არ ითვალსიწინებს იმას, რომ ორივე ნაწილი მრავალჯერადი დანიშნულებისაა და უვნებელი უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე. პირქით, მასკი წარმატებად მიიჩნევს 5 დაზიანებული ძრავით აფრენილი რაკეტის მიერ 38 კილიმეტრის სიმაღლეზე ასვლას, მისი გუნდი ამასაც კი არ მოელოდა. როგორც გამოცემა Everyday Astronaut-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რაკეტების ვარდნა მიწაზე გაცილებით მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზებისა და დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოტყორცნა რაკეტების გაშვების დროს და კოსმოპორტების ფუნქციონირებისას. ამრიგად, “სტარშიფის” საცდელი გაშვებები, ეკოლოგიის თვალსაზრისით, უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ბუნებაზე. რაკეტათმშნებლობასა და კოსმოსის ათვისებაში მიღწეულ გარღვევებზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა “სფეის იქსის” სპეციალისტები ამ გიგანტის ორივე ნაწილის უკან მშვიდობიანად დაბრუნებას შეძლებენ. აქ შეუძლებელი არაფერია, რადგან კომპანიამ ეს უკვე ძალიან ბევრჯერ გააკეთა, იგულისხმება “ფალკონ 9”-ის წარმატებული მისიები, კომერციული გნებავთ თუ მეცნიერული დანიშნულებით (2021 წლის მსოფლიო ასტრონავტიკა).

 მასკის თქმით, “სტარშიფი” ჯერ ორბიტაზე თანამგზავრების გაყვანით იქნება დაკავებული, მათ შორის, “სტარლინკის” თანამგზვარებისაც, ეს კომპანიაც მასკის საკუთრებაა (SpaceX-ის პროექტი – ”Starlink”). რაკეტის უსაფრთხოების დადასტურების მერე, დაიწყება ფრენები ადამიანების მონაწილეობით, მათ შორისაა ნასას მისია “არტემისი” – იგულისხმება ასტრონავტების  გადასმა მთვარის ზედაპირზე, რა თქმა უნდა, იქნება კომერციული ფრენებიც. სავარაუდოდ, ხომალდი შეძლებს ასამდე ადამიანის გადაყვანას დედამიწის ნებისმიერ წერტილში, თან 60 წუთზე მცირე დროში. ჯამში, ილონ მასკი იმოდოვნებს, რომ პლანეტათშორის სატრასნსპორტო სისტემას შექმნის.

 გამონაბოლქვი

“რაპტორი” (wiki).

 “სტარშიფის” პირველ საფეხურს გამწევი ძალით 33 “რაპტორი” უზრუნველჰყოფს – ეს არის მრავალჯერადი გამოყენების რეაქტიული ძრავები, რომლებიც თხევად მეთანზე და ჟანგბადზე მუშაობს, მათ 2019 წლიდან იყენებენ. მეთანი, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა სარაკეტო საწვავია, მაგრამ “სუპერ ჰევის” ავზებში ჩასხმული ორივე საწვავის საერთო მასიდან – 3600 ტონა (!!!), 2800 ტონა სწორედ მეთანზე მოდის, ამიტომ ამ ხომალდის ძრავების მიერ გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის რაოდენობა, ნებისმიერი სხვა კოსმოსური რაკეტის მიერ გამოყოფილზე ხუთჯერ მეტია.

 დღეისათვის, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა საწვავს მოიხმარს აშშ-ს შეიარაღებული ძალების კოსმოსური რაკეტა “დელტა IV”. თხევად წყალბადზე და თხევად ჟანგბადზე მომუშავე ძრავების გამონაბოლქვი ჩვეულებრივი წყალია.

 მიუხედავად ზემოთ თქმულისა, კოსმოსური ინდუსტრიის ნახშირბადული კვალი, ათი ათასობითჯერ მცირეა კომერციული ავიაგადაზიდვის ნახშირბადულ კვალზე. ყოველწლიურად დაახლოებით 100-120 კოსმოსური ხომალდი იღებს სტარტს, ხოლო ავიაფრენების რაოდენობა 4 მილიონს უახლოვდება (!!!). ამ თანაფარდობით, ავიაინდუსტრია ატმოსფეროში 711 მილიონ ტონა CO2-ს აფქრვევს (მთლიანი ანთროპოგენურის 2,5%-ს), ხოლო კოსმოსური კი 22 ათას ტონაზე ნაკლებს.

ბოკა ჩიკას ოლქი და “სტარბეისი”

 “სფეის იქსის” კოსმოპორტმა მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო და მაშინვე ბუნების მცველთა კრიტიკის ობიექტად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სრულად ლეგალიზებულია აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს (FАА) მიერ. ამ სამსახურის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ კოსმოპორტის მხრიდან გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება დაშვებულის ფაგრლებში იქნებოდა. გაშვებების დაწყებასთან ერთდ, FАА-ში უამრავი საჩივარი შევიდა აშშ-ს თევზისა და იშვიათი ცხოველების დაცვის სამსახურისგან, რომლის თანამშრომლები შეშფოთებულნი იყვნენ ობიექტის ახლოს მობინადრე პოპულაციების შემცირებით.

 მიუხედავად იმისა, რომ  “სფეის იქსმა” FAA-სგან “სტარშიფის” გამოცდების დაწყებისთვის საჭირო ნებართვა მიიღო, სააგენტომ სთხოვა კომპანიას ასევე მიეღო დამატებითი ზომები რეგიონის ეკოლოგიაზე ნეგატიური ზემოქმედების შესამცირებლად. გაჟღერებული 75 პუნქტი მოიცავს ობიექტებზე ბიოლოგების შეშვებას, ავარიების შედეგების სწრაფ აღმოფხვრას, სინათლით დაბინძურების შემცირებას და სხვა.

გლობალურ დათბობასთან ბრძოლა

 “სფეის იქსისა” და “ტესლას” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზად არის 100 მილიონი დოლარი გამოყოს ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოსაღები საუკეთესო ტექნოლოგიის გამომგონებლებისთვის. და ეს, მილიარდერის პირველი ეკო-ინიციატივა ნამდვილად არ არის. კიდევ რომელ ეკოლოგიურ ინიციატივებს წევს წინ ილონ მასკი საკუთარ ბიზნესზე გავლით?

 “სფეის იქსი” და მრავალჯერადი რაკეტები

 ილონ მასკი იყო პირველი, ვინც რაკეტა-მატარებლების ნაწილობრივ მრავალჯერადი გამოყენება შეძლო. ჩვეულებრივ, გამოყენებული რაკეტების საწვავის ავზები ან ატმოსფეროში იწვება, ან ოკეანის ფსკერზე ეშვება. მრავალჯერადი გამოყენების იდეამ და მისმა პრაქტიკულმა განხორციელებამ, ნარჩენების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა. 2015 წელს, კომპანიამ ორბიტისკენ “ფალოკონ 9” გაუშვა, რომლის პირველი საფეხური ისევ გამოიყენეს. 2017-19 წლების შუალედში რაკეტის პირველი საფეხური 24-ჯერ იქნა ხელახლა გამოყენებული. განხორციელდა პილოტირებული მისიებიც, ამ კომპანიისვე ხომალდით “ქრიუ დრაგონი” (Crew Dragon).

ასეთი რამ, აქამდე, მხოლოდ ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში გვქონდა ნანახი.

 ელექტრომობილი “ტესლა” და მზის ენერგეტიკა

 ახლა, ელექტრო მანქანების წარმოება შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი. 2019 წლის ბოლოს, კომპანიამ გაყიდა 550 000-ზე მეტი ელექტრო მანქანა, რომლებმაც მთლიანობაში დაახლოებით 16 მილიარდი კმ. დაფარა. ამით, “ტესლას” ელექტრომობილების მძღოლებმა ნახშირბადული კვალი 4 მილიონი ტონით შეამცირეს, ანუ იმდენით, რამდენსაც 500 000 შიდა წვის ძრავიანი ავტომობილი იგივე მანძილის გავლისას გამოაფრქვევდა (“ტესლა მოდელ 3” ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია ისტორიაში – 800 ათასი გაიყიდა).

 პრობლემას წარმოადგენდა აკუმულატორების დამუხტვისთვის საჭირო ელექტროენერგიის სუფთა წყაროს არ არსებობა. ილონ მასკისა და “ტესლას” კრიტიკოსები გაჰყვიროდნენ, რომ ამ ელექტროენერგიას ქვანახშირზე და გაზზე მომუშავე სადგურები გამოიმუშავებენ, რასაც ეკოლოგიურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთო.

 ამ მიზეზით, ილონ მასკმა იყიდა კომპანია “სოლარსიტი” (SolarCity), რომელიც მზის პანელებს აწარმოებს. მისი მიზანი იყო განახლებადი ენერგიის განვითარება. „ხალხი ფიქრობს “ტესლაზე”, როგორც მხოლოდ ელექტრომობილების გამომშვებ კომპანიაზე, მაგრამ კომპანიის მიზანია დააჩქაროს ეკო-ენერგეტიკის გამოჩენა“ – თქვა ილონ მასკმა “სოლარსიტი-ტესლას” შერწყმის ღონისძიებაზე.

 2016 წელს, “ტესლამ” გამოაცხადა, რომ სამოას კუნძულები (აშშ-ის ტერიტორია წყნარი ოკეანის სამხრეთში) თითქმის მთლიანად გადაიყვანა მზის ენერგიაზე. ამისათვის საჭირო გახდა 5,3 ათასზე მეტი მზის პანელი და “ტესლას” 60 ბატარეა. კომპანია, ასევე, ელექტრო მანქანების აკუმულატორების დამუხტვისთვის საჭირო სადგურების მშენებლობითაც არის დაკავებული, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებს.

“ტესლას” ქარხნები

 კომპანიის მიზანია, ყველა თავისი საწარმო გადაიყვანოს განახლებადი ენერგიის წყაროებზე, გახადოს ისინი ნარჩენებისგან თავისუფალი და შეამციროს რესურსების გამოყენება.

 ნიდერლანდებში არსებული ქარხანა, რომელიც ამ ავტომობილებით ევროპას ამარაგებს, მთლიანად მზის ენერგიაზეა გადასული. კალიფორნიის ქალაქ ფრემონტში მდებარე ავტოქარხანა იყენებს შუქდიოდებიან (LED) განათებას და სხვა ტექნოლოგიებს ენერგიის დაზოგვის მიზნით. ხუთ წელიწადში კომპანიამ მოახერხა 10 გვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგიის დაზოგვა. 2016 წელს, ამ ქარხანამ მიიღო სტატუსი “ნულოვანი ნარჩენები”. კომპანიას აქვს საკუთარი გადამუშავების ცენტრიც.

 ქარხანა ბუფალოში, ნიუ-იორკის შტატი, მასში მოხვედრილ ყველა ტიპის გამოსადეგ ხის მასალას იყენებს წარმოებაში. მომწოდებლების პლასტმასის სადგამებისა და შესაფუთი მასალის 90% ხელახლა გამოიყენება, ან გადამუშავდება.

 წყლის ეკონომიისთვის “ტესლა” იყენებს მანქანების რეცხვის უწყლო მეთოდს, სპეციალური გამწმენდი საშუალებით, რომელიც შემდეგ უბრალო გადაწმენდით შორდება მანქანას. ქარხანა ფრემონტში წყლის მიმოქცევის დახურულ სისტემას იყენებს, ანუ ჩამონადენი იფილტრება და წარმოებას უბრუნდება. წლის განმავლობაში კომპანიამ წყლის მოხმარება 9%-ით შეამცირა.

 ელტრომობილების წარმოების ეკოლოგიურობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ამ მანქანების აკუმულატორების გადამუშავება-განახლება. სწორედ აქ იღებენ ყველაზე მეტ კრიტიკას ელექტრო მანქანების მწარმოებლები. “ტესლას” ნახმარი აკუმულატორები შეგიძლიათ უკან დააბრუნოთ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობების დახმარებით, რომლებიც მთელს მსფოლიოშია მიმოფანტული.

 “ტესლას” ლითიუმ-იონური ბატარეების ქარხანა ნევადაში მუშაობს მეთოდზე, რათა აღადგინოს ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა ლითიუმი და კობალტი. მოპოვებულ სპილენძთან, ფოლადთან და ალუმინთან ერთად ეს ყველაფერი ახალი ბატარეების წარმოებაზე წავა. ასე იქნება შესაძლებელი ძვირფასი ლითონების მოპოვების შემცირებაც, რაც ყოველთვის ბუნებაზე უარყოფით ზემოქმედებასთან ასოცირდება.

 

2 comments

  1. დარწმუნებული ვარ ილონ მასკის ღვაწლი ჩვენი პლანეტის ეკოლოგიურად დაცვის მიმართულებით უახლოეს 10 წელიწადში საყოველთაოდ იქნება აღიარებული!

  2. ჩემი სურვილია მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ილონ მასკის მოღვაწეობის შესახებ და და საქართველოს გია აბესაძის საზოგადოების წევრთა სახელით მოუწონოთ მას ეს მოღვაწეობა!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.