2021 წლის მსოფლიო ასტრონავტიკა

 2021 წელს, სარაკეტო კოსმოსურ ტქნოლოგიებში მსოფლიო ლიდერობა, რაღა თქმა უნდა, “სფეის იქსს” (SpaceX) ეკუთვნის. ახლა, კოსმოსთან დაკავშირებული ყველა ინოვაცია, ასე თუ ისე, სწორედ ამ ამერიკულ კომპანიასთან ასოცირდება.

მრავალსახეობა რაკეტებისა

 კოსმოსური სტარტების მსოფლიო ლიდერია ჩინეთიც, რომელმაც 26 დეკემბრის მდგომარეობით 54 სტარტი განახორციელა (საერთო მსოფლიო გაშვებების 32%). შემდეგ მოდის აშშ (26%) და რუსეთი (13%).

 2021 წელს, “სფეის იქსის” კოსმოსური რაკეტის – “ფალკონ 9” (Falcon 9), პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) ასჯერ დაეშვა დედამიწაზე. ამ რაკეტის ერთ-ერთი პირველი საფეხური ათზე მეტჯერ იქნა გამოყენებული. ახლა კომპანია ამ მრავალჯერადი რაკეტების მომსახურებაზე უფრო ბევრს მუშაობს, ვიდრე ახლების აგებაზე.

 “სფეის იქსი” აგრძელებდა მრავალჯერადი სატრანსპორტო სისტემის გამოცდებსაც, სახელად — “სთარშიფი” (Starship). პროტოტიპმა “სთარშიფ SN9”, 10 კილომეტრის სიმაღლეზე შეძლო აფრენა. ფრენის დროს, ხომალდმა ჰორიზონტულად დაშვების მანევრი შეასრულა, მაგრამ ვერტიკალურად რბილად დაჯდომა ვერ შეძლო და აფეთქდა, რაც ორი რეაქტიული ძრავიდან — “რაპტორი” (Raptor), ერთ-ერთის გაუმართაობის გამო მოხდა.

 და მაინც, ამ გამოცდებით მოხდა ძირითადი ტექნიკური გადაწყვეტილებების სისწორის დემონსტრირება, კერძოდ, გამწევი ძალის მართვის სისტემაში.

 მიმავალი წლის მაისში განმეორდა თებერვლის ექსპერიმენტი — “სთარშიფ SN15” სამმა “რაპტორმა” აიტაცა ცაში, მოხდა ჰორიზონტულად დაშვების მანევრი, ორმა ძრავამ კარგად იმუშავა, თუმცა დაჯდომა, ასე რომ ვთქვათ, ნახევრად რბილი აღმოჩნდა.

 მრავალჯერადი გამოყენების რეჟიმში “სთარშიფმა” 150 ტონამდე ტვირთი უნდა გაიტანოს დაბალ ორბიტაზე, ხოლო ერთჯერადის შემთხვევაში — 250 ტონამდე. სისტემის გამართულად მუშაობას ათეულობით “რაპტორი” უზრუნველჰყოფს, რომლებიც მეთანზე და თხევად ჟანგბადზე იმუშავებს, რაც ამ ნივთირებათა წარმოების გაძლიერბას ითხოვს. მეასე “რაპტორის” დამზადების შესახებ “სფეის იქსმა” ივლისში გამოაცხადა. ოქტომბერში კი მათი ე.წ. ცეცხლით გამოცდა განახორციელა, მათ შორის მოდიფიკაციებისა, რომლებიც კოსმოსური ვაკუუმის პირობებში გამოსაყენებლად არის გათვალისწინებული.

 კოსმოსური დანიშნულების რაკეტებიდან აუცილებლად აღსანიშნავია ზემსუბუქი ერთჯერადი — “როკეთი” (Rocket ), აშშ კომპანიისა — “ასტრა” (Astra), რომელსაც სურს იყოს კოსმოსში ტვირთების გამტანი ყველაზე იაფი სერვისის მქონე კომპანია. მეოთხე და წარმატებული გაშვების დროს, მოუხსნადი ტვირთის მაკეტთან ერთად რაკეტა 500 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. “ასტრას” მიზნია მოემსახუროს ნასას და აშშ-ს კოსმოსურ ძალებს, შესთავაზებს რა მათ მარტივი და იაფი რაკეტებით მომსახურებას.

 კოსმოსური ინტერნეტი

 2021 წელს, “სფეის იქსმა” გლობალური თანამგზავრული სისტემის, სახელად “სთარლინკი” (Starlink), შემადგენელი თანამგზავრების ორბიტაზე გატანა დაიწყო. დაგეგმილი 12 ათასიდან, 1900 უკვე ორბიტაზეა. ეს თანამგზავრები ათი ქვეყნის 150 ათასამდე მომხმარებელს, საშაულებას აძლევს უფრო სწრაფი ინტერნეტი ჰქონდეთ, ვიდრე ოპტობოჭკოვანი კაბელებით მომუშავე პროვაიდერები სთავაზობენ.

 “სფეის იქსის” ინტერნეტი ექსტრემალურ პირობებშიც მშვენივრად მუშაობს. ავსტრალიაში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, “სთარლინკის” სატელიტური თეფში, რომელიც დამონტაჟებულია “ტესლა მოდელ იქსი” (Tesla Model X) მანქანაზე, გზატკეცილზე 100 კილომეტრი საათში მოძრაობისას, მონაცემების ჩამოტვირთვის 200 მეგაბიტამდე წამში სიჩქარეს უზრუნველყოფდა. მორიგი რეკორდი დაფიქსირდა კოლორადოს შტატის კლდოვან მთებში, სადაც 2,8 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე მყოფმა მომხმარებელმა 370 მეგაბიტი წამში სიჩქარით მიიღო ინტერნეტი. რაც უფრო ახლოს კოსმოსთან, მით უკეთ მუშაობს “სთარლინკი”. სისტემის თანამზგავრები აღიჭურვილია ლაზერული ტერმინალებითაც, რაც ზედაპირზე მდებარე სადგურებზე დამოკიდებულებასა და სიგნალის დაყოვნებას შეამცირებს. კონკურენტებს რაც შეეხება, შეუდარებლად მოკრძალებულია ბრიტანულ-ინდური (რუსული რაკეტებით გატანილი 300 თანამგზავრით) “ონვებისა” (OneWeb) და ამერიკული “კოიპერის” (Kuiper. “ამაზონისგან”) მიღწევები. “კოიპერის” თანამგზავრების გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი, ჯერ კიდევ გამოუცდელი რაკეტით RS1.

ორბიტული სადგური

 “ნაუკისა” და “პრიჩალის” გაშვებით დასრულდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსული სეგმენტის მშენებლობა, რასაც “როსკოსმოსი” გასული წლის ძირითად მიღწევად თვლის. დედამიწაზე მდებარე მზადყოფნის სხვადასხვა ეტაპზე დარჩენილი ნაკვეთურებით სახელმწიფო კორპორაცია რუსეთის სამოსამსახურეო ორბიტული სადგურის აგებას გეგმავს (РОСС). “ნაუკამ” რუსული სეგმენტის გაფრათოება მოახდინა, ხოლო თუ საკვაძნო მოდულს საერთაშორისო შესაპირაპირებელი ადაპტერი (IDA) დაემატება, ის ისეთი ამერიკული ხომალდების მიღებას შეძლებს, როგორიც არის “ქრიუ დრაგონი” (Crew Dragon) და “სთარლაინერი” (Starliner).

 დაბალ ორბიტაზე სადგურის აგებით იყო დაკავბული ჩინეთიც. აპრილში, კოსმოდრომიდან “ვენჩანი”, მძიმე რაკეტა მატარებლის — “ლონგ მარჩ 5”, სადგურ “ტიანგუნის” საბაზისო მოდული “ტიანჰე” იქნა გაშვებული, რომელიც ტაიკონავტთა ორმა ექსპედიციამ მოინახულა.

ტურიზმი

 2021 წელი განსაკუთრებით საინტერესო გახდა კოსმოსური ტურიზმის თვალსაზრისით. ივლისში, ბრიტანელი ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, კომპანია “ვირჯინ გალაქტიკის” (Virgin Galactic) სუბორბიტული ხომალდით — “იუნითი” (Unity), 80 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. მილიარდერის ეკიპაჟში შედიოდნენ მფრინავები დეივ მაკკეი და მაიკლ მასუჩი, “ვირჯინ გალაქტიკის” მთავარი ასტრონავტ ინსტრუქტორი ბეთ მოზესი, წამყვანი ოპერაციების ინჟინერი კოლინ ბენეტი და კომპანიის ვიცე პრეზიდენტი მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებში, სირიშ ბანდლი.

 იმავე თვეში აფრინდა ჯეფ ბეზოსის კომპანია “ბლუ ორიჯინის” (Blue Origin) “ნიუ შეპარდიც” (New Shepard). რამდენიმე წუთის განმავლობაში 100 კილომეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ თვითონ მილიარდერი ბეზოსი, მისი ძმა მარკი, ნასას ვეტერანი 82 წლის უოლი ფრანკი და 18 წლის ოლივერ დამენი (მათ ასტრონავტების სტატუსი მიენიჭათ).

“ქრიუ დრაგონი” (SpaceX).

 სექტემბერშივე აჯობა ორივეს ილონ მასკა, გააგზავნა რა ხომალდ “ქრიუ დრაგონოთ” (Crew Dragon) სამ დღე-ღამიან მოგზაურობაში მისიით “ინსფირეიშენფორ” (Inspiration4), ოთხი ტურისტი — ბიზნესმენი ჯარედ აიზეკმანი, მედდა ჰეილი არსენო, ინჟინერი კრისტოფერ სემბროსკი და გეოლოგი შონ პროქტორი.

 ისე მოხდა, რომ კოსმოსში ედთროულად 14 ადამიანი იმყოფებოდა, რაც ახლო ორბიტაზე ადამიანთა ერთდროული ყოფნის აბსოლუტური რეკორდია. სკს-ზე – 7, “ტიანგუნზე” – 3, “ინსპირეიშენფორ” – 4.

 ბოლოს, რუსული “საიუზ МС-19”-ით, 12 დღიან მოგზაურობაში სკს-კენ გაფრინდნენ ბორტინჟინერი ანტონ შკაპლეროვი, რეჟისორი კლიმ შიპენკო და მსახიობი იულია პერესილდი. დეკემბერში კი ამავე ტიპის ხომალდის გამოყენებით სადგურზე აღმოჩნდნენ ორი იაპონელი ტურისტი – ბიზნესმენი იუსაკუ მაეძავა და პროდიუსერი ეძო ჰირანო.

მეცნიერება

დასაშვები პლატფორმა მარსმავლით მასზე (ჩინეთი).

 2021 წლის მაისში, მისიით “ტიანვენ-1”, ჩინეთი გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა (რუსეთის აზრით მესამე), რომლის ზონდი რბილად დაეშვა მარსზე, თან პირველივე მცდელობით. პირველი ჩინური მარსმავალი “ჟურონგი”, რომელიც ახლაც ფუნქციონირებს, კონსტრუქციულად ძალიან ჰგავს 2003 წელს მარსზე დაშვებულ ამერიკულ ტყუპ მარსმავლებს — “სპირიტი” და “ოპორტუნიტი”.

“პერსევერენსის” დაშვების მიმდინარეობა მარსის ზედაპირზე.

 ზეგან უტოპიაზე დასმული მარსმავლის მიზანია ამ ადგილის ტოპოლოგიური და გეოლოგიური კვლევა, კერძოდ, წყლის ყინულისა და მინერალების ძებნა, სინჯების აღება მარსის გაიშვიათებული ატმოსფეროდან. “ჟურონგის”გარდა, მარსზე მუშაობს ორი აშშ მარსმავალი — “ქიურიოსიტი” და “პერსევერანსი”, ეს უკანასკნელი თებერვალში დაეშვა მარსზე, ისვეა ყველაზე მასიური ტვირთი, რაც კი კაცობრიობას მარსისკენ გაუგზავნია.

 2021 წელს დაწყებული კოსმოსური პროგრამებიდან ყველაზე გამორჩეულია ორბიტული ტელესკოპი — “ჯეიმს ვები” (NASA/ESA), რომელიც დანიშნულების ადგილისკენ კოსმოდრომ კურუდან აფრენილ მძიმე რაკეტა მატარებლით — “არიენ 5”, გაემგზავრა. მთავარი ამ საქმეში იყო ამერიკის სამხედრო-საწარმოო კორპორაცია “ნორტროპ გრუმანი” (Northrop Grumman), რომელიც ტელესკოპის ძირითადი სისტემების ინტეგრაციაზე იყო პასუხისმგებელი. კოსმოსური ობსერვატორიის ღირებულება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კოსმოსურ ტელესკოპად ითვლება, დაახლოებით ათი მილიარდი დოლარია.

 “არიან 5”-ის შემოდენად თავში მოთავსებული დაკეცილი “ჯეიმს ვები”, საბოლოოდ, ქვედა ფოტოზე ნაჩვენებ სახეს მიიღებს.

 “ჯეიმს ვების” ძირითადი ამოცანებია — ადრეული სამყაროს, გალაქტიკების, ზემასიური შავი ხვრელებისა და ეგზოპლანეტების დეტალურად შესწავლა. სწორედ მან უნდა შეცვალოს “ჰაბლი”, რომელიც 1990 წლის აპრილში იქნა ორბიტაზე გატანილი. მეორეს სარკის დიამეტრი 2,4 მეტრია, ხოლო ახალი ტელსკოპისა — 6,5 მეტრი, რაც შესაძლებელს ხდის დაკვირვებების გაცილებით მეტი სიზუსტით განხორციელებას, არა მხოლოდ ახლო ოპტიკურ დიაპაზონში, არამედ ინფრაწითელშიც.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.