ივნისის მარწყვის მთვარის განსხვავება სხვა სავსე მთვარეებისგან?

 მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი წითელია, 22 ივნისის სავსე მთვარე მოოქროსფერო-ნარინჯის ან თეთრი ფერისა იქნება, როგორც სხვა თვეებშია. თუმცა, მან მაინც შეიძლება მიიღოს მიწითალო ელფერი.

 ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ივნისის სავსემთვარეობა, ზაფხულის მზებუდობის (დგომის) წინ ხდება (21 ივნისი). ის ამ დროს, ჰორიზონტთან ახლოს არის “დაკიდებული” და ვარდის ან მოწითალო ფერით წარმოგვიდგება, რადაგნ მისგან არეკლილი მზის სინათლე, დედამიწის ატმოსფეროში გაიბნევა. იგივე მიზეზით არის ამომავალი და ჩამავალი მზეც ალისფერი (თინდალის ეფექტი).

 “მარწყვის სავსე მთვარე”, ივნისის სავსე მთვარის ერთ-ერთი ტრადიციული სახელია, რომელსაც ინდიელები იყენებენ, რადგან მათთვის, ივნისი მარწყვის კრეფის დროა. თუ გადავხედავთ სხვა სავსე მთვარეების სახელებს, ვნახავთ, რომ ისინიც კონკრეტული თვის ბუნებრივ მახასიათებლებთან არის დაკავშირებული (მთვარის მრავალფეროვანი ამოსვლა).

 მიუხედავად იმისა, რომ ივნისის სავსე მთვარეს მარწყვის მთვარეს უფრო უწოდებენ, ევროპელებისთვის ის ვარდის მთვარეა, ალბათ იმიტომ, რომ ამ თვეში ვარდები ყვავის, ან შესაძლოა იმიტომ, რომ ივნის სავსე მთვარე, ზოგჯერ, ვარდისფერ ელფერს იძენს.

 გარდა ამისა, ივნისში აგროვებენ თაფლს, აქედან მომდინარეობს სხვა სახელი – “თაფლის მთვარე”. ალბათ სწორედ აქედან გაჩნდა ტრადიცია, რომ ქორწილის შემდეგ პირველ თვეს „თაფლობის თვეს“ უწოდებენ, რადგან ივნისიც ქორწინებისთვის საუკეთესო თვედ ითვლებოდა.

NASA-ს კუთვნილი ზონდი  “მთვარის ორბიტული მკვლევარი” (LRO), 2009 წლის ივნისში გაფრინდა მთვარისკენ.

 ივნისის სავსე მთვარეს სხვა ხალხებმაც მოუძებნეს სახელები – ლოტოსის მთვარე, ცხენის მთვარე, ორმაგი მთვარე, მწვანე სიმინდის მთვარე, მუხის მთვარე, ცივი მთვარე, გრძელი ღამის მთვარე. ნასამ მას “LRO-ს მთვარე” შეარქვა, მთვარის მკვლევარი ავტომატური აპარატის საპატიცვემულოდ.

 2024 წლის ივნისში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სავსე მთვარე ჰორიზონტთან ახლოს იმოძრავებს, რის გამოც ჰაერის სქელი ფენა, მოყვითალო ან ნარინჯის ელფერს შესძენს მას. გარდა ამისა, იმის გამო, რომ მთვარე არ ამოვა ძალიან მაღლა, ის გაცილებით ადრე ჩავა და მთელი ღამის განმავლობაში არ იქნება ხილული. ამაში დარწმუნდებით, თუ ცას შუაღამიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ შეხედავთ!

 ზემოთ ხსენებულ მზებუდობისას (მზის დგომა, ბუნიაობა და სეზონების ცვლილება), ჩვენი მნათობი მასქიმალურ სიმაღლემდე შორდება ხოლმე ჰორიზონტს (წლის ყველაზე გრძელი დღე) და ახლოს მიუყვება მას ჩასვლისას. სავსე მთვარე, რადგან მის ხილულ ნაწილს მთლიანად განათებულს ვხედავთ (მთვარის “ბნელი მხარე” მართლა ბნელია?), ცამრგვალზე მზის საწინააღმდეგო მხარესაა, ჰორიზონტთან ახლოს, ოღონდ მის ზემოთ. ისე გამოდის, რომ მთვარე ცაზე იმეორებს იგივე გზას, როგორსაც მზე 6 თვის წინ, ან 6 თვის მერე მომავალში. ივნისის სავსე მთვარე, მზის დეკემბრის გზის მსგავს გზას გადის, ანუ ჰორიზონტთან ძალიან ახლოს. სამხრეთ ნახევარსფეროში, როგორც ხვდებით, ეს ყველაფერი პირიქით ხდება.

 გარდა ამისა, პოლარული წრის ჩრდილოეთით, ზამთრის მზე არასოდეს ამოდის ჰორიზონტს მაღლა, შესაბამისად, არც ივნისის სავსემთვარეობა გვექნება.

შუაღამის მზე ჩრდილოეთში.

 ანტარქტიდის წრის სამხრეთით, მთვარე მუდმივად ხილულია, რითაც ის ზაფხულის პოლარული დღის იმიტაციას ახდენს, როცა მზე ჰორიზონტს ქვემოთ არ ჩადის (რა არის თეთრი ღამეები?).

 (სისხლიანი მთვარე და ყინულის გიგანტი; მოსავლის მთვარე; ნუმენია და ნაცრისფერი მთვარე; ცისფერი მთვარე; საინტერესო მითები მთვარეზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.