გამოსახულებაზე, სუსტი ემისიური ნისლეულის – IC 410-ის ნაწილია წარმოდგენილი. მასზე, მტვრისა და გაზისგან შემდგარი ამ კოსმოსური აუზის სხვა ბინადრებიც არის აღბეჭდილი – ”თავკომბალები” IC 410-ში. ნისლეული, რომლის სინათლე მის წინ არსებული მტვრით ნაწილობრივ შთაინთქმება, ახალგაზრდა ღია ვარსკვლავურ გროვას – NGC 1893-ს შემოფარგლავს. ვარსკვლავთშორისი გაზის შიგნით, 4 მილიონი წლის წინათ დაბადებული, გროვის უჩვეულოდ ცხელი და ელვარე ვარსკვლავები ამ ნისლეულის ნათებას იწვევს. შედარებით მეტი სიმკვრივის ცივი გაზისა და მტვრისგან შემდგარი ”თავკომბალების” სიგრძე 10 სინათლის წელს უტოლდება, მათი თავები კი კაშკაშა იონიზებული გაზით არის შემოსაზღვრული. IC 410, ნისლეულებით მდიდარი მეეტლის თანავარსკვლავედის (მეეტლეს AE და ალმოდებული ნისლეული) მიმართულებით, ჩვენიდან 10 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.
თავკომბალები IC 410-ში
Posted by