”ჰაბლმა” Ib ტიპის ზეახალი გადაიღო(spacetelescope). ზეახალ SN 2013ek-ზე დაკვირვებები 2013 წლის 19 აგვისტოს ჩატარდა, თუმცა, მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ ახლა მოხერხდა.
_ტელესკოპის სამიზნე გალაქტიკა NGC 6984 იყო, დედამიწდან 215 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, ინდიელის თანავარსკვლავედში. ამ გალქტიკამ ასტრონომების ყურადღება ადრეც მიიპყრო – 2012 წელს მასში SN 2012im-ის ანთება მოხდა, ის Ic ტიპის ზეახალებს მიეკუთვნება.
_Ic და Ib ტიპის ზეახლები მასიური ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფსის შედეგად ჩნდებიან, რომლებმაც თავიანთი ატმოსფეროს დიდი ნაწილი დაკარგეს. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ სპექტრის თავისებურებებით განსხვავდებიან: ითვლება, რომ Ib-ს შემთხვევაში ვარსკვლავი მეტ მატერიას კარგავს, ვიდრე Ic-ს შემთხვევაში.
_აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასტრონომი ზეახლის ერთ სივრცესა და დროში აფეთქებას განმეორებად ზეახლად მიიჩნევდა, ანუ ერთი ვარსკვლავის ორჯერ აფეთქებად. მონაცემთა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა ზეახლები არიან(ზეახალი ვარსკვლავი).
ზეახალი ინდიელის თანავარსკვლავედში
Posted by