ვირთანენის კომეტამ დედამიწას ჩაუარა

 კილომეტრამდე ზომის ტალახიანი თოვლის გუნდა 5,4 წლიანი პერიოდით ბრუნავს მზის გარშემო. იუპიტერის ორბიტამდე შორდება და დედამიწის ორბიტამდე უხლოვდება ჩვენ ცენტრალურ მნათობს. 16 დეკემბერს, კომეტა 46P/ვირთანენსა და დედამიწას შორის მანძილი, დედამიწა-მთვარეს შორის მანძილს სულ რაღაც 31-ჯერ აჭარბებდა(11,6 მლნ.კმ.), ყველაზე უფრო ახლოს მოვიდა უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში. თუ იცით საით გაიხედოთ(კუროს თანავარსკვლავედი), ბინოკლით მოძებნით მას, როგორც უჩვეულო მომწვანო ლაქას. ეს ფოტო წინა კვირას გადაიღეს, ერთ მიტოვებულ ეკლესიასთან სკაგენში(დანია). მასზე თვითონ ასტროფოტოგრაფიც არის აღბეჭდილი(Ruslan Merzlyakov). ახლა, კომეტის ელვარება მცირდება, რადგან დედამიწას და მზეს შორდება.

კომეტა 46P/ვირთანენი, რომელსაც ჯემინიდების მეტეორი კვეთს. 2018 წ. 14 დეკემბერი(ბექა მამუკაშვილი. ასტროფოტოგრაფი, ჯგუფი GeoAstro).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.