ფაეტონი და მისი შთამომავლობა

 ითვლება, რომ ასტეორიდი 3200 ფაეტონი მეტეორიტულ ნაკადს ქმნის, ყოველწლიურ ნაკადს სახელად  – ჯემინიდები(თანავარსკვლავედი ტყუპები). ამაზე ფიქრის საფუძველს მისი ორბიტის კარგად ცოდნა იძლევა. მეტეორიტული ნაკადების უმრავლესობას კომეტები ქნის, 3200 ფაეტონი კი დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდია, ორბიტული პერიოდით 1,4 წელი, მას მუდმივად უთვალთვალებენ(ასტეროიდებზე თვალთვალის სისტემის წარმატება). პერიჰელიუმის გავლისას მზესთან უფრო ახლოს მიდის, ვიდრე ყველაზე უფრო შიდა პლანეტა – მერკური, ამიტომ მისი კლდოვანი შემადგენელი ძალიან ცხელდება. ამ ორწუთიანი ექსპოზიციით შექმნილ ფოტოზე ასტეროიდმა წაგრძელებული კვალი დატოვა, სწრაფად მოძრაობის გამო. პარალელური კვლები კი მისმა “შვილებმა” დატოვეს, რომლებმაც თვალთახედვის არე გაცილებით მაღალი სიჩქარით გაიარეს. საოჯახო პორტრეტი, ჯემინიდების აქტიურობის პიკის დროს, 13 დეკემბერს გაკეთდა. ძალიან ახლოს თარიღთან, როცა 3200 ფაეტონი ჩვენ პლანეტას მოუახლოვდა, ანუ გასულ 16 დეკემბერს(ჯემინიდები; ასტეორიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *