ა.შ.შ-სა და რუსეთის ბალისტიკური სამსახურები დაბალ ორბიტაზე არსებული ნაგვის რაოდენობის შეფასებაში ვერ თანხმდებიან.
17 119 ობიექტს შორის სიაში 1321 მოქმედი აპარატიცაა, ასევე ამაჩქარებელი ბლოკები, რაკეტების საფეხურები და კოსმოსური ტექნიკის ფრაგმენტები. 6260 ობიექტი რუსეთს ეკუთვნის, 4555 – ა.შ.შ-ს, 3632 კი ჩინეთს. მოქმედი აპარატების რაოდენობით ა.შ.შ. ლიდერობს – 417, მეორე ადგილზე რუსეთია – 130, მესამეზე კი ჩინეთი – 129. სხვა ანგარიშის მიხედვით, რომელიც NASA-ს ჯონსონის კოსმოსურმა ცენტრმა წარმოადგინა, 2014 წლის 31 დეკემბრისთვის, ამერიკელებმა 16 906 ობიექტი დაითვალეს ორბიტაზე, რომელთა შორის 3881 მოქმედი და ფუნქცია დაკარგული თანამგზავრია. ნაგვის რაოდენობაში კი რუსეთი (სსრკ-ს ჩათვლით) ლიდერობს – 6351, ა.შ.შ – 5038, ჩინეთი 3756 ობიექტი.