Cluster II-ის სახიფათო მანევრი

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრები, ჯგუფიდან Cluster II, ზებგერითი სიჩქარეებით მოძრაობენ, კრიტიკულ მანძილებზე ერთმანეთის მიმართ. ეს საშიში მანევრები იმისათვისაა საჭირო, რომ მენციერები უკეთ გაერკვნენ მზიური ქარისა და დედამიწის მაგნიტოსფეროს შორის არსებულ ურთიერთქმედებებში.

 Cluster II ორბიტაზე 2004 წელს გაიყვანეს, წარუმატებელი მისია Cluster-ის ნაცვლად(1996 წელს ჩაიშალა არასწორი პროგრამული უზრუნველყოფის გამო). ჯგუფი Cluster II ოთხი თანამზგავრისგან შედგება, რომელბიც წაგრძელებულ ელიფსურ ორბიტაზე(600-დან 20 000-მდე კმ. დედამიწის ზედაპირიდან) ოთხკუთხა ფორმირებით გადაადგილდებიან. მისიის მიზანია დარტყმითი ტალღის სამგანზომილებიანი რუკის შექმნა, რომელსაც დედამიწის მაგნიტოსფეროში ზებგერით და შემდეგ უფრო დაბალ სიჩქარემდე დამუხრუჭებული მზიური ქარის ნაწილაკები წარმოქმნიან.

 2015 წლის 7 იანვარს Cluster II-ის მესამე და მეოთხე თანამგზავრი, ერთმანეთს 6 კილომეტრის დისტანციაზე მიუახლოვდნენ, ახლა კი მათ შორის მანძილი 5 კილომეტრია. ასეთი სარისკო მანევრი საშაულებას მისცემს მენციერებს, კოსმოსში დარტყმითი ტალღის მახასიათებლებსა და პარამეტრებზე უფრო დეტალური მონაცემები მიიღონ.

 მწყობრში მოძრავ თანამგზავრებს ვერ შეადარებ თვითმფრინავებს, გემებს, ავტომობილებს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები ყოველთვის თავისუფალი ვარდნის(ექვივალენტობის პრინციპი) მდგომარეობაში იმყოფებიან, დედამიწის ატმოსფეროსა და გრავიტაციის არაერთგვაროვანი ზემოქმედება ამ თანამგზავრებს ხან ამუხრუჭებს და ხანაც აჩქარებს(დედამიწის ზუსტი ფორმა). ამის გამო მათი ტრაექტორია მაღალი სიზუსტით უნდა იყოს გამოთვლილი, რათა შეჯახების ალბათობა შემცირდეს. ხსენებულ დისტანციაზე, აპარატები უსაფრთხო მანძილზე არიან, ფრენის კორექტირებისათვსი საჭირო სამწამიანი ინტერვალით. მცირე დისტანციის გამო, სათვალთვალო მოწყობილობის ეკრანზე ისინი ერთ ობიექტად გამოიყურებიან, ამიტომ ყოველ მათგანზე განსხვავებულ სიხშირეებზე მომუშავე რადიოშუქურებია დამონტაჟებული. გეგმის მიხედვით, ჯგუფში შემავალი აპარატები ერთმანეთს 1-2 კილომეტრის დისტანციაზე უნდა მიუახლოვდნენ.

 მჭიდრო წყობით ფრენა მარტამდე გაგრძელდება, შემეგ კი, თუ სამანევრო საწვავის მარაგი არ ამოიწურა, თანამგზავრები კვლავ ძველ ორბიტალურ ადგილებს დაუბრუნდებიან(პლაზმოსფერული ქარის არსებობის მტკიცებულება; მზიური ტურბულენცია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.