ვარსკვლავი-ქიმერა

 კოსმოსური ტელესკოპის – „XMM-ნიუტონი“, საშაულებით უნიკალური ობიექტი იქნა აღმოჩენილი, კოსმოსური „ქიმერა“(არსება ბერძნულ მითოლოგიაში ლომის თავითა და კისრით, თხის ტანით, გველის კუდით), ჩვეულებრივი ვარსკვლავის „ტანითა“ და თეთრი ჯუჯას( ჩანდრასეკარის ზღვარი) მაგნიტური ველით.

 ვარსკვლავი, სახელად დიდი ქოფაკის Xi1, დედამიწიდან 1400 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მისი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 27 500 კელვინია, ხოლო მასა 15-ჯერ აჭარბებს მზისას. აქვს უჩვეულოდ ძლიერი მაგნიტური ველი – 10 000-ჯერ ძლიერი დედამიწისაზე, ხოლო 5 000-ჯერ ჩვენი მნათობისაზე.

 რენტგენის დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტელესკოპით – „XMM-ნიუტონი“, ხანგრძლივი დაკვირვებებით შეაგროვილი მონაცემების ანალიზისას, ვარსკვლავის გამოსხივებაში 5 საათიანი პერიოდულობის პულსაციები გამოვლინდა. ასეთი პულსაცია მომაკვდავი ვარსკვლავისთვის არის დამახასიათებელი, რომელსაც შინაგანი თერმობირთვული ენერგიის წყარო აღარ გააჩნია, ანუ თეთრი ჯუჯებისა და ნეიტრონული ვარსკვლავებისთვის(პულსარი). ამ ობიექტთა რენტგენის გამოსხივების მექანიზმი, ჩვეულებრივი ვარსკვლავების შემთხვევაში ვერ იმუშავებს. ამიტომ დიდი ქოფაკის Xi1-ის უცნაური ქმედება გამოცანად რჩება.

 ვარსკვლავი ოპტიკურ დიაპაზონშიც ციმციმებს, ამიტომ საიდუმლოს ამოხსნა ამ ფაქტზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს. პულსაციები ორივე დიაპაზონში ზუსტად ერთნაირი პერიოდულობით მიმდინარეობენ – ეს უბრალო დამთხევავა არ უნდა იყოს(ე.წ. კაპა-მექანიზმი, სინათლის შთანთქმა და „გადასხივება“ ვარსკვლავის შიგნით).

 მომდევნო ნაბიჯი კვლევაში, ფიზიკური პროცესების მოდელირება იქნება, რომლებიც ვარსკვლავის წიაღში ხდება, რითაც უნდა გაირკვეს, რა ზემოქმედებს ასე უჩვეულოდ დიდი ქოფაკის Xi1-ის ვარსკვლავურ ქარსა და მაგნიტურ ველზე. ჯერჯერობით, მეცნიერებისთვის ცნობილ მილიარდობით მნათობთა შორის, დიდი ქოფაკის Xi1 უნიკალურად რჩება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.