ჯორჯიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით(Journal of Geophysical Research: Space Physics), ურანის ბრუნვის ღერძის უჩვეულო დახრილობით ამ პლანეტის სხვა უცნაურობა შეიძლება აიხსნას. ურანის შემომფარგლავი მაგნიტოსფერო ტრიალდება და „ითიშება“ კიდეც პლანეტის ბრუნვასთან ერთად.
დედამიწის მაგნიტური ველი ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მიმართ სიმეტრიულად არის ორგანიზებული, ურანის გვერდზე წამოწოლილი ბრუნვის გამო მისი მაგნიტოსფერო კი ქაოტურია. ბრუნვის ღერძის მიმართ 60 გრადუსიანი დახრილობის გამო ის ხან „შიშვლდება“, ხან ისევ „იკეტება“.
„ვოიაჯერ-2“-იდან მიღებული მონაცემების მიხედვით, კომპიუტერული მოდელირების გაკეთება მოხერხდა, რომელიც გვიჩვენებს, ყოველ დღე როგორ ახდენს ურანის მაგნიტოსფერო მზის ქარის ბლოკირებასა და გატარებას.
ურანის პირველი პირდაპირი დამზერა 1986 წელს მოხდა, როცა კოსმოსურმა აპარატმა ამ ყინულვან გიგანტთან გაიარა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად მეცნიერებს მხოლოდ 5 დღე ჰქონდათ. ახლა ცნობილი გახდა რომ NASA ისევ აპირებს ურანისა და მისი მეზობელი ნეპტუნის მონახულებას, რისი ორგანიზებაც მომავალი ორი ათწლეულის განმავლობაში უნდა მოხდეს( NASA–მ „ყინულოვან გიგანტებზე” განსახორციელებელი მომავალი მისიის კონცეფციების შესწავლა დაასრულა).
„კოსმოსურმა ობსერვატორიამ – „კეპლერი“, უამრავი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ამ პლანეტათა მეტი ნაწილი სტრუქტურითა და ზომით ურანსა და ნეპტუნს ჰგავს. ამიტომ მათი დეტალური კვლევა, მზის სისტემის გარეთ აღმოჩენილი სისტემების დინამიკის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება“ – ამბობს ქეროლ ფეთი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.