კოსმოსური რადიაციისგან დაცვის ახალი მეთოდი

 ჩვენი ცვალებადი მზე ზოგჯერ ნაპერწკალივით იფეთქებს ხოლმე: თვალისმომჭრელი სინათლე, მზის შემადგენელი მატერია თუ ზესწრაფი ენერგეტიკული ნაწილაკები კოსმოსურ ამინდს ქმნის. ახლახანს  გამოქვეყნებულ ნაშრომში(study published Jan. 30, 2017, in Space Weather), NASA-ს (ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული სააგენტო) და NCAR-ის(ატმოსფერული კვლევების ეროვნული სააგენტო) მეცნიერებმა აჩვენეს, რომ კოსმოსური ამინდის ერთ-ერთი სახე გაცილებით უფრო ადრე შეიძლება იქნეს პროგნოზირებული, ვიდრე ამას დღევანდელი ტექნიკური საშუალებები ახერხებენ: ეს დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კოსმოსში მყოფმა ასტრონავტებმა თავის შეფარება მოასწრონ(nasa.gov).

 დედამიწის მაგნიტური ველი და ატმოსფერო პლანეტის ზედაპირზე არსებულ ბიოსფეროს მავნე კოსმოსური ამინდისაგან ეფექტურად იცავს, თუმცა ორბიტაზე თუ საპლანეტათშორისო სივრცეში მყოფი ასტრონავტები მზის აფეთქებებისა და სწრაფი ენერგეტიკული ნაწილაკებისადმი(SEP) საკმაოდ მოწყვლადნი არიან.

 „ჩვენ მოვახერხეთ, რომ რობოტული ხომალდები რადიაციისადმი მედეგი ჯავშნებით არიან აღჭურვილი, მაგრამ ადამიანების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფას ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებთ“ – აღნიშნავს ქრის სტიუარტ ქაირი, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის მეცნიერი, პროექტის ავტორი და წამყვანი.

 კორონარული მასების გამოფრქვევას მეცნიერები ე.წ  კ ო რ ო ნ ო გ რ ა ფ ი თ  აკვირდებიან, რომელშიც მყარი, გაუმჭვირვალე დისკოთი მზის ცენტრალური ნაწილი გადაიფარება, რაც მნათობის მოუსვენარი ატმოსფეროს – გვირგვინის გამოსახულების მიღების საშუალებას გვაძლევს. აქ ორი ტიპის ხელსაწყოსთან გვავქვს საქმე – კოსმოსში მდებარე ორბიტულ კორონოგრაფებთან და ხმელეთზე განთავსებულ კორონოგრაფებთან. “ორივე ტიპის ხელსაწყოს თავისი უპირატესობა აქვს “ – ამბობს ქაირი. – „კოსმოსურ კორონოგრაფებს დიდი მხედველობის არე აქვთ და დღე-ღამის ნებისმიერ დროს გვაწვდიან ინფორმაციას. სამაგიეროდ, ამ ხელსაწყოებიდან ინფორმაციას მხოლოდ ყოველ 20-30 წუთში ვიღებთ. კორონარული ამოფრქვევების სიჩქარე კი თითქმის სინათლის სიჩქარის ტოლია, ასე რომ, როდესაც კოსმოსური კორონოგრაფიდან გამოსახულება მოდის – ეს ნიშნავს, რომ  ამ ენერგეტიკულმა ნაწილაკებმა უკვე გადაგვიარა. ხმელეთის კორონოგრაფები კი ღრუბლიან ამინდში და ღამით ვერ მუშაობენ, სამაგიეროდ, აფეთქებების თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ ვიღებთ“.

 ამ დაბრკოლების გადალახვის მიზნით, მეცნიერებმა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული სახმელეთო კორონოგრაფების კომბინირება გადაწყვიტეს, რისთვისაც ინფორმაცია NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული კორონარული ამოფრქვევის შესახებ NCAR-ის კორონოგრაფ K-Cor-ს გადაეცემა, რომელიც ჰავაის მაუნა-ლოას ობსერვატორიაშია განთავსებული.

NASA-ს და NCAR-ის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ხმელეთზე დამონტაჟებულ ხელსაწყოს – K-Cor, შეუძლია გარკვეული სახის კოსმოსური ამინდის პროგნოზირება მოახდინოს და კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს საფრთხე აარიდოს. ეს კომპოზიციური სურათი გვიჩვენებს მზის გვირგვინის მასის გამოფრქვევას, რომელსაც თან ახლავს მზის მაღალენერგეტიკული ნაწილაკების მძლავრი ნაკადი. ოქროსფერი(ცენტრალური) გამოსახულება NASA-ს მზის დინამიკის ობსერვატორიას(SDO) ეკუთვნის; ლურჯი ფერის გამოსახულება – მაუნა ლოას მზის ობსერვატორიის კორონოგრაფს K-Cor, ხოლო წითელი გამოსახულება ESA-NASA-ს ერთობლივ მზისა და ჰელიოსფერულ ობსერვატორიას: NASA/ESA/SOHO/SDO/Joy Ng და MLSO/K-Cor.

 ექსპერიმენტის მრავალჯერადად გამეორების მეშვეობით გაირკვა, რომ მზის  ენერგეტიკული ნაწილაკების დედამიწამდე მოღწევის დროის განსაზღვრა 45 წუთით ადრე იყო შესაძლებელი.

 “K-Cor-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინტერნეტში გადაღებიდან სულ რაღაც 15 წუთში უკვე ხელმისაწვდომია”- ამბობს მკვლევარი ჯოან ბურკფაილი. – „მალე ჰავაის ობსერვატორიაში მძლავრ კომპიუტერს დავაყენებთ, რაც საშუალებას მოგვცემს მიღებული ინფორმაცია 1-2 წუთში გავასაჯაროოთ“.

 ამრიგად, NASA-ს მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მზის კორონარულ მასებზე თვალთვალის  სისტემა კოსმოსური ამინდის წინასწარმეტყველების დროს და ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს(აქტიური მზემზისა და დედამიწის მაგნიტური ველის ურთიერთქმედების პირდაპირი დამზერაეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.