კომეტის ორბიტაზე ისტორიაში პირველად გასული ხელოვნური თანამგზავრი ”როზეტა”, კვლევის ობიექტის შესახებ ახალ მონაცემებს იღებს – წყლისა და ნახშირჟანგის მოლეკულებს, კომეტიდან კოსმოსში გაფრქვევას არა მზიური ფოტონები უშლის, როგორც აქამდე ითვლებოდა, არამედ ელექტრონების ღრუბელი.
”როზეტას” ბორტზე არსებული, ულტრაიისფერ დიაპაზონში მომუშავე სპექტროგრაფი აჩვენებს, რომ წყლის მოლეკულებს, კომეტა 67Р/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ბირთვიდან 1 კილომეტრში მდებარე, ელექტრონებისგან შემდგარი ღრუბელი ანადგურებს.
კომეტის კუდში არსებული გაზების მოლეკულებიდან, ფოტონების შეჯახებით ამოგლეჯილი ელექტრონები კომეტისკენ მიისწრაფიან და მის გარშემო იწყებენ მოძრაობას. შემდეგ კი კომეტის ზედაპირიდან აოქრთლებული წყლისა და ნახშირჟანგის მოლეკულებს ეხლებიან. ამის შედეგად წარმოქნილი წყალბადის, ჟანგბადისა და ნახშირბადის იონები ულტრაიისფერ სინათლეს ასხივებს, რომელსაც ”როზეტას” სპექტროგრაფი ხედავს. უახლოესი თვეების განმავლობაში ელექტრონული ღრუბლის სისქე კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტა მზეს უახლოვდება(მისია ”როზეტა”).