ზონდმა პირველი ფოტოები გადმოსცა

 ევროპელმა მეცნიერებმა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს პირველი ფოტოები მიიღეს, რომლებიც “ფილმა” ახლო მანძილიდან გადაიღო.
2014 წლის 12 ნოემბერს, პირველად ისტორიაში ადამიანების მიერ შექმნილი ზონდი კომეტის ზედაპირზე დაჯდა.
ზედაპირზე დასამაგრებელი ჰარპუნები არ ამუშავდა. მისიის ინჟინრები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ.
ევროპის კოსმოსური სააგენტო აცხადებს, რომ “როზეტადან” გამოყოფის დროს ზონდის მცირე გაწევის ძრავამ, რომელიც მის
ზედა ნაწილზე მდებარეობს არ იმუშვა, ის ჰარპუნების მხრიდან უკუქმედების შესარბილებლად იყო გათვალისწინებული.ასეთი
მოწყობილობის აუცილებლობა იმითაა განპირობებული, რომ კომეტას ძალინ მცირე მიზიდულობის ძალა გააჩნია.
ზონდი ათი ინსტრუმენტით არის აღჭურვილი, რომლებითაც კომეტის ბირთვის გამოკვლევა მოხდება. რადიოტალღების
საშუალებით კომეტის შიდა სტრუქტურა დადგინდება, ხოლო მიკროკამერები მისი ზედაპირის პანორამულ ფოტოებს გადაიღებენ.
ბურღის საშალებით, 20 სანტიმეტრის სიღრმეზე, მოხდება საანალიზე ნიმუშების აღება.
_მისია “როზეტა” ევროპის კოსმოსური სააგენტოს ყველაზე ამბიციური პროექტია. მისი საშუალებით მიღებული მონაცემები, მზის სისტემის
ევოლუციისა და დედამიწაზე წყლის გაჩენის გაგებაში დაგვეხმარება. მისიის მთავარი ორგანიზატორი ESA-ა, მასში კიდევ,
ამერიკიდან და ევროპიდან, 14 ქვეყნის 50 კომპანიაა ჩართული.


ზონდს პრობლემები აქვს, თუმცა ESA ჯერჯერობით არაფერს აკონკრეტებს, ზედაპირის პირველი ფოტო კი უკვე გამოქვეყნდა.

httpv://www.youtube.com/watch?v=BOgIsmsg6hg

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.