საიდან გაჩნდა ეს ყვავილი მზეზე? თუ ჩვენს მნათობს სპეციალური წითელი ფილტრით გადავიღებთ, რომელშიც მხოლოდ წყალბადის ნათება ჩანს, როგროც ამ ფოტოზე, მზიური ქრომოსფეროს ზოგიერთი ადგილი ვარდს შეიძლება დაემსგავსოს. ფურცლები, რომლებსაც მთელი სურათი დაუკავებია, სინამდვილეში ცხელი პლაზმის მილაკებია, წარმოქმნილი ძლიერი მაგნიტური ველის მიერ, მათ ბოჭკოებს უწოდებენ. მზის ზედაპირის ამ პატარა ადგილის ცენტრალურ ნაწილში ბოჭკოები ვერტიკალურ მდგომარეობაშია, გვერდებზე კი მათი გამრუდებული სტრუქტურა ჩანს. თუ დაკვირვების დროს ბოჭკოები მზის დისკოს კიდეზეა, მაშინ მათ სპიკულებს უწოდებენ. აქტიურმა რეგიონმა 2177, რამდენიმე დღე იარსება, სანამ რთული და მშფოთვარე მაგნიტური ველი, რომელიც მზის მთელ ზედაპირს განჭოლავს, დაშლიდა მას, რაიმე ახლის შესაქმნელად (ბოროტი ჩიტი და გრძელფეხება ჩიტი; აქტიური მზე; მზე).
ეკლებიანი ყვავილი მზეზე
Posted by