შვედი და ფრანგი ასტრონომების გათვლებით, პლანეტა Х(მზის სისტემის მცხრე პლანეტობის კანდიდატი), ეგზოპლანეტა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც მზემ სხვა ვარსკვლავს წაართვა(arxiv.org).
თავიანთ ნამუშევარში, მეცნიერებმა განიხილეს სცენარი, რომლის მიხედვითაც პლანეტა Х, რამდენიმე ათასეული ვარსკვლავისგან შემდგარ გროვაში, რომელთა გარშემოც დაბალი სიჩქარეებით(დაახლოებით, კილომეტრი წამში) მოძრავი პლანეტები ბრუნავდა, სადაც თვითონ მზეც დაიბადა, სხვა, ახლოს მდებარე ვარსკვლავს წაართვა(მზის სისტემამდე რა იყო აქ?).
სცენარი, სამი პირობის ერთდროულ შესრულებას მოითხოვს. 1) მზის მიერ პლანეტა Х-ის გამოჭერა, მისგან 150 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე უნდა მომხდარიყო(კოიპერის სატყლის მხრიდან მოქმედეი შეშფოთებების გამოსარიცხად). 2) ეკზოპლანეტა ამ ვარსკვლავურ გროვაში მნათობიდან შორს უნდა იყოს, 100 ასტრონომიული ერთეული და მეტი, რითაც მზე, პლანეტა Х-ზე პირველი მნათობის გრავიტაციის დაძლევას მოახერხებდა.
3) მზის მიერ ამ ეგზოპლანეტის დაჭერის მერე, ახლანდელი მზის სისტემის მსგავსი დინამიური კონფიგურაციის ფორმირება მალევე უნდა მომხდარიყო. ამოცანა N სხეულების ჩარჩოებში ჩატარებული მოდელირებით, ასტრონომებმა გამოითვალეს, რომ სამივე პირობის შესრულება შესაძლებელია. სხვა ვარსკვლავთან არსებული პლანეტის გადმოყვანა თანამედროვე ჰელიოცენტრულ(მზით ცენტრში) ორბიტაზე ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო.
ასტრონომთა ვარაუდით, ვარსკვლავიერი გროვას ფაზა დაახლოებით 100 მილიონი წელი გრძელდებოდა, რაც მასიური, მნათობებიდან შორს მდებარე პლანეტების(ნეპტუნის მსგავსი) გასანაწილებლად, ამ გროვას ყველაზე მასიურ ვარსკვლავებს შორის, სრულიად საკმარისი იქნებოდა. მეცნიერთა აზრით, ასეთნაირად, კოიპერის სარტყელში არსებული ტრანსნეპტუნური ობიექტების ბუნებაც შეიძლება აიხსნას(მზიდან 30-50 ა.ე.-ს მანძილზე).
პლუტონის იქეთ მდებარე ჰიპოთეტური პლანეტის არსებობის შესახებ ასტრონომები ადრეც იუწყებოდნენ. ნეპტუნის ზომის პლანეტა, დედამიწაზე ცხრაჯერ მასიური უნდა იყოს, მზიდან მაქსიმალური დაშორებით 600-1200(0,009-0,02 სინათლის წელი) ა.ე.