დინოზავრების დამღუპველი ასტეროიდის კრატერს პირველად გაბურღავენ

 10 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტში შედის გემიც, რომელიც მექსიკის პორტიდან -”პროგრესო”, გავა და სანაპიროდან 30 კილომეტრის მოშორებით დადგება, ფსკერისკენ სამ სადგარს ჩაუშვებს და უძრავ პლატფორმად აგადიქცევა(Science News). ბურღვის დაწყება, 500 მეტრის სწრაფად გავლის ჩათვლით, 1 მარტისთვის არის დაგეგმილი.

ჩიქსულუბი(მექსიკა).

 მბურღავები სამი მეტრის სიგრძის ქანების ნიმუშებს ამოიღებენ. ამის შემდეგ, მეცნიერები ორი თვის განმავლობაში დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმის ფენების დამუშავება დაიწყება, ქანებს შორის არსებული განსხვავებების დადგენა, გაქვავებული ნამარხებისა და დნმ-ს ნიმუშების შეგროვება.

 800 მეტრის სიღრმეზე, მოლუსკების გაცილებით მცირე რაოდენობის სახეობათა აღმოჩენას ელიან(მათი ნიჟარებისგან არის ფორმირებული კირი), რადგან ამ ორგანიზმებმს დარტყმის შემდგომი აღდგენა ახალი დაწყებული ჰქონდა. ზოგიერთი პლანეტოლოგის აზრით, კატასტროფის შედეგად ატმოსფეროში გამოყოფილმა ნახშირმჟავა გაზმა, ოკეანეების შემჟავება გამოიწვია(ზღვების ორგანიზმთა გადაშენების კიდევ ერთი მიზეზი). ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მეცნიერები დაადგენენ, იქნა თუ არა ქანებში მაღალი მჟავიანობის მქონე გარემოსადმი შეგუებული, ფსკერთან ახლოს მცხოვრები ორგანიზმების აღმოჩენა.

ვრედეფორტი(სამხ. აფრიკის რესპუბლიკა).

 და ბოლოს, მეცნიერები თავიანთი ძალების ნაწილს გეოლოგიას დაუთმობენ და მულტირგოლური კრატერებითაც დაკავდებიან. დინოზავრების დამღუპველი ჩიქსულუბის გარდა, ასეთი რგოლები კიდევ 2 კრატერს აქვს – ვრედეფორტი(სარ) და სადბერი(კანადა). ჩიქსულუბის რგოლებმა ეროზია გადაიტანა და ამ იშვიათი გეოლოგიური მოვლენის კვლევა, მხოლოდ ამოღებულ მასალაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი. მკვლევარები ცდილობენ ასეთი წარმონაქმნების გაჩენის ძირიტადი ჰიპოთეზა დაამტკიცონ: დარტყმის მერე, დედამიწის წიაღში არსებული გრანიტი ზამბარასავით იქცევა, მაღალ ”კოშკს” წარმოქნის და რამდენიმე წუთის მერე იშლება, მისი ”ნარჩენები” კი რგოლებისებურ სტრუქტურას აყალიბებს.

სადბერი(კანადა).

 ინტერესი ჩიქსულუბის მიმართ, ოთხმოციან წლებში გაჩნდა, როცა ნობელის ლაურეატმა ლუის ალვარესმა, ირიდიუმის თხელ ფენაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მეზოზოური ეპოქის ბოლოს დედამიწის ზედაპირზე დაილექა. ეს პერიოდი კი ჩიკსულუბის კრატერის წარმომქმნელი ასტეროიდის ვარდნის მომენტს ემთხვევა. კრატერის ლოკაცია და დიამეტრი, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში დადგინდა, ხოლო პირველი სრულმასშტაბიანი ექსპედიცია, მხოლოდ ახლა დაიწყო(ასტროჭრილობები; დინოზავრები მაინც ასტეროიდმა დახოცა…; ბნელი ფოტონები და სიცოცხლის გადაშენება დედამიწაზე; გადაშენება უკვე დაიწყო…; ასტეროიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.