უორვიკის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, მზესთან ახლოს მდებარე ოთხი თეთრი ჯუჯის ატმოსფეროში, დედამიწის მსგავსი პლანეტების ნარჩენები აღმოაჩინეს (Nature Astronomy).
მკვლევარებმა შეისწავლეს სპექტროსკოპული მონაცემები, რომლებიც ორბიტული “გაია“-დან იქნა მიღებული, ის ათასზე მეტ თეთრ ჯუჯას მოიცავს. ოთხი მათგანის სპექტრში ლითიუმის შთანთქმის ზოლები იქნა აღმოჩენილი, ერთში კი კალიუმისაც. გამოვლენილი ელემენტების თანაფარდობის შედარებით, მეცნიერებმა, სილიკატური (კლდოვანი) პლანეტების ქიმიურ შემადგენელთან თანხვედრა აღმოაჩინეს (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი), რომლებიც აორთქლდა და 2 მილიონი წლის განმავლოაბში, ვარსკვლავის გარე ატმოსფერულ ფენებს შეერია. ლითიუმი და კალიუმი, დედამიწის ქერქის შემადგენელის ინდიკატორია, მანტიასა და ბირთვში მათი კონცენტრაცია მიზერულია.
თეთრი ჯუჯების გარე ფენები 300 ათასამდე გიგატონა კლდოვან მასას შეიცავდა, მათ შორისაა 60 გიგატონამდე ლითიუმი და 3000 გიგატონა კალიუმი, რაც 60 კილომეტრის სისქის სქელი ქერქის ექვივალენტურია, დედამიწის ქერქის სიმკვრივით. ამ მასის მთლიანი რაოდენობა პლანეტის მასაზე მცირეა, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები აღმოაჩინეს პლანეტებისა, რომლებიც დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინათ განადგურდა. ამ ვარსკვლავების გარშემო მბრუნავი ფრაგმენტები, დროთა განმავლობაში მათ ზედაპირზე ეცემა და სწრაფად იწვება (მოციმციმე ვარსკვლავი თავისი სისტემის პლანეტებს ანადგურებს; 5 მილიარდი წლის მერე…; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).