დედამიწას ასტეროიდმა ჩაუფრინა

მაქსიმალური მოახლოების დროს მანძილი დედამიწიდან ობიექტამდე 12 000 კილომეტრს შეადგენდა(საერთაშორისო კოსმოსური სადგური 340 კილომეტრის სიმაღლეზეა, ხოლო თანამგზავრების გეოსტაციონარული ორბიტები 36 000 ათას კილომეტრზე). ობიექტმა ანტარქტიდას და ატლანტის ოკეანის სამხრეთი ნაწილის თავზე გადაიფრინა. მისი დიამეტრი 5 დან 20 მეტრამდა.  ასტრონომთა გათვლებით, 2011 MD არ უნდა შეჯახებოდა დედამიწას, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც არაფერი კატასტროფის მაგვარი არ მოხდებოდა. მცირე ზომის ასტეროიდები ატმოსფეროში იწვებიან ან ფეთქდებიან და ვერ აღწევენ დედამიწის ზედაპირს. ნაკლებად შესაძლებელი იყო ორბიტაზე მყოფ თანამგზავრებთან შეჯახებაც.

სპეციალისტები, რომლებიც ფოლკსის(Faulkes Telescope South) სამხრეთული ტელესკოპიდან მიღებულ მონაცემებს იკვლევდნენ, მოახერხესფოტოებისგანმცირეანიმაციისგაკეთება(WISE).

არქივიდან

WISE.

ასტრონომებმა მზის სისტემაში დაახლოებით 33 ათასი აქამდე უცნობი ასტეროიდი და 20 კომეტა აღმოაჩინეს. ყველა ეს ობიექტი ორბიტალურმა ტელესკოპმა WISE-მ მოძებნა, რომელიც ამჟამად თავისი მისიის “სითბურ”(ის ინფრაწითელ დიაპაზონზე მუშაობს) ნაწილს ასრულებს.

სხვა ახალ კოსმოსურ ობიექტებთან ერთად აღმოჩენილ იქნა 134 NEO(დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტები). ასეთი ტერმინით ასტრონომები მოიხსენიებენ კომეტებსა და ასტეროიდებს, რომლებიც დედამიწიდან 1,3 ასტრონომული ერთეულის ფარგლებში იმყოფებიან(1 ა.ე. = 150 000 000 კმ. მანძილი მზიდან დედამიწამდე).

WISE ორბიტაზე 2009 წლის 14 დეკემბერს გაიყვანეს, მისი ამოცანაა ცის სკანირება ინფრაწითელ დიაპაზონში. იმისათვის, რომ აპარატმა დააფიქსიროს ძალიან ცივი ობიექტები, საჭიროა მისი დეტექტორების გაცივება კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ეს თხევადი წყალბადის საშუალებით ხდება. ამ უკანასკნელის მარაგი ტელესკოპს 10 თვე ეყო, ამიტომ 2010 წლიდან ის გადავიდა ახალ მისიაზე, სახელად NEOWISE. მთავარი მისიის შესრულების დროს მან მოასწრო ცის 1,5-ჯერ დათვალიერება ი.წ. დიაპაზონში და გადაიღო 1,8 მლიონამდე ფოტო.

ასტრონომებმა მზის სისტემაში დაახლოებით 33 ათასი აქამდე უცნობი ასტეროიდი და 20 კომეტა აღმოაჩინეს. ყველა ეს ობიექტი ორბიტალურმა ტელესკოპმა WISE-მ მოძებნა, რომელიც ამჟამად თავისი მისიის “სითბურ”(ის ინფრაწითელ დიაპაზონზე მუშაობს) ნაწილს ასრულებს.

სხვა ახალ კოსმოსურ ობიექტებთან ერთად აღმოჩენილ იქნა 134 NEO(დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტები). ასეთი ტერმინით ასტრონომები მოიხსენიებენკომეტებსა და ასტეროიდებს, რომლებიც დედამიწიდან 1,3 ასტრონომული ერთეულის ფარგლებში იმყოფებიან(1 ა.ე. = 150 000 000 კმ. მანძილი მზიდან დედამიწამდე).

WISE ორბიტაზე 2009 წლის 14 დეკემბერს გაიყვანეს, მისი ამოცანაა ცის სკანირება ინფრაწითელ დიაპაზონში. იმისათვის, რომ აპარატმა დააფიქსიროს ძალიან ცივი ობიექტები, საჭიროა მისი დეტექტორების გაცივება კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურაზე, ეს თხევადი წყალბადის საშუალებით ხდება. ამ უკანასკნელის მარაგი ტელესკოპს 10 თვე ეყო, ამიტომ 2010 წლიდან ის გადავიდა ახალ მისიაზე, სახელად NEOWISE. მთავარი მისიის შესრულების დროს მან მოასწრო ცის 1,5-ჯერ დათვალიერება ი.წ. დიაპაზონში და გადაიღო 1,8 მლიონამდე ფოტო.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.