“გუგუნი” დაბრუნდა

 უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჰოლანდიის მოქალაქეები იუწყებოდნენ, რომ ციდან მომავალი უჩვეულო გუგუნი გაიგონეს.

 ”ეს ხმა, დიდი ზომის მილიდან გაგონილ გუგუნს ჰგავდა, რომელიც 5 წამი გაგრძელდა და ჩემმა მეგობარმაც გაიგონა”.

 ხმა გაიგონეს ქალაქ ალმერესთანაც, ხოლო გაუდას მკვიდრმა ჩაწერა მოასწრო და სოციალურ ქსელეში გამოაქვეყნა httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=l0N4UADJkRs

 სამი კვირით ადრე, 3 იანვრის საღამოს, კასაბლანკაში, აგადირში, თანჟერსა და მაროკოს სხვა ქალაქებში, ციდან მოსული უცნაური ხმა გაიგონეს და ჩაიწერეს:

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=SFzg77caewU

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=MyTIi1IOSr0

 4 იანვარს, მსგავსი ჩანაწერები ბრიტანელებმაც გამოაქვეყნეს: httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=X_H61ByiSGE

 შესაძლებელია, რომ ეს ხმები, ტრანსდუცირებული ზედაბალი სიხშირის რადიოტალღბი იყოს. როგორც ჩანს ეს, მათი გაჩენის პირობების შემქნელ სხვა ელექტრომაგნიტურ ფაქტორებსაც უნდა უკავშირდებოდეს, პლანეტასა და მის გარშემო.

 მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის რა ხმებთან გვაქვს საქმე, ისინი ერთმანეთშ უნდა უკავშირდებოდეს და უცნობ ბუნებრივ მოვლენას უნდა წარმოადგენდეს, თუმცა არა ახალს, რადგან უძველესსა და ისტორიულ ჩანაწერებში მოიხსენიებენ მათ, თითქმის ერთნაირი აღწერით – მილების ხმა, კვნესა, მეტალური ჭრიალი, ციური ხმაური(უჩვეულო ხმები სტრატოსფეროდან; მართალია, რომ დედამიწის სიღრმეებში მიკროფონებმა უცნაური ხმები დააფიქსირა?(თემური); კოსმოსის ხმები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.