უოთერლოუს უნივერსიტეტის(კანადა) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, 1970 წლიდან დაწყებული გლობალური დათბობა, არა ნახშირორჟანგით, არამედ ქლორფტორნახშირბადებითაა გამოწვეული. ცნობილი თეორიის მიხედვით სტრატოსფერული ოზონის რაოდენობის შემცირება, ოზონის მოლეკულების ქლორფტორნახშირბადების(CFC) დაშლის პროდუქტებთან ურთიერთქმედებისას ხდება, მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.
თეორია CRE(cosmic-ray-driven electron-reaction), რომელიც უოთერლოუს უნივერსიტეტის პროფესორმა ცინ-ბინ ლიუომ შეიმუშავა, ამტკიცებს, რომ ოზონის განადგურების გამომწვევი CFC, ძირითადად კოსმოსური სხივების ზემოქმედებით ხდება, არა ულტრიისფერი გამოსხივებით(CERN-ში კოსმოსური სხივების კლიმატზე ზემოქმედების ფაქტი დაამტკიცეს).
ლიუს მიერ ჩატარებულმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ანტარქტიკის კლიმატი არა ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე, არამედ მზის აქტიურობასა და CFC-ეს კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. ზედაპირის გლობალური ტემპერატურების ცვლილებებს, მისი გამოთვლებით, ნულოვანი კორელაცია გააჩნიათ CO2-ისკონცენტრაციასთან, ხოლო თითქმის იდეალური კორელაცია(0,97) CFC-ეს კონცენტრაციებთან.
ლიუს თეორია კოსმოსურ სხივებზე, სტრატოსფერულ ტემპერატურებზე, ატმოსფეროში ოზონისა და ქლორფტორნახშირბადების შემცველობაზე დაკვირვებებით მტკიცდება, მზის რამდენიმე 11 წლიან ციკლების განმავლობაში. მისი თქმით, CRE – ერთადერთი თეორიაა, რომელსაც ოზონის შემცველობისა და ორივე პულუსის ატმოსფერული ტემპერატურების ცვლილებების 11 წლიანი ციკლური რყევების მოდელირება შეუძლია.
ლიუს გამოთვლებით, დათბობა, რომლის დასაწყისი ატმოსფეროში CFC-ს დიდი რაოდენობით გამოფრქვევას დაემთხვა, ტემპერატურის გლობალური მომატება გამოიწვია – 0,60C-ით 1950 წლიდან 2002 წლის ჩათვლით, ხოლო უკვე 2002-დან ფაქტიურად აცივება დაიწყო. ლიუ თვლის, რომ ეს აცივება, როგორც ოზონის სფეროს 20%-ის აღდგენა, CFC-ს ატმოსფეროში მოხვედრის შემცირებასთან არის დაკავშირებული, რაც ოზონის სფეროს დაცვისათვის ჩატარებული ღონისძიებებით მოხდა და უახლოესი 50-70 წლის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება(სინათლე მეზოსფეროდან: ვერცხლისფერი ღრუბლები; ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?; მილანკოვიჩის ციკლები; არქტიკული ყინულები დედამიწას ათბობენ; უკუზემოქმედება: კლიმატის ამოფრქვევა; მუდმივი მყინვარი – გაზები ჩრდილოეთიდან; გრენლანდია დნება; მეცნიერებმა დედამიწის „დაკარგული ენერგია“ აღმოაჩინეს; ყველაზე ცხელი წლები).
გლობალური დათბობის თეორიის ალტერნატივა
Posted by