ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი – WR 31a, გემის კიჩოს თანავარსლვლავედში, დედამიწიდან 30 ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს (nasa). ასეთი ტიპის მნათობები იშვიათობას წარმოადგენს, ირმის ნახტომში, მხოლოდ 230-მდე მსგავსი ვარსკვლავია აღმოჩენილი. მაღალი ტემპერატურითა და ნათობით გამორჩეულები, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები სულ რაღაც რამდენიმე ასი ათასი წელი ცოცხლობენ, რაც კოსმოსური მასშტაბებით ძალიან ცოტაა. მათი ხანმოკლე ევოლუცია კი ზეახლად აფეთქებით სრულდება.
თავიდან, მათი მასა მინიმუმ 20-ჯერ მეტია მზის მასაზე, თუმცა ძალიან სწრაფად, 100 ათას წელიწადზე მცირე დროში კარგავენ მას. შედარებისთვის, მზე უკვე 4,5 მილიარდი წელია არსებობს და მინიმუმ 5 მილარდი წლის მერე ჩაქრება (როგორ კვდებიან ვარსკვლავები; ვარსკვლავი – ვრცლად).
ვარსკვლავი WR 31a, როგორც ასეთი ვარსკვლავებისთვის არის დამახასიათებელი, მტვრის, წყალბადის, ჰელიუმისა და სხვა გაზებისგან შემდგარი მოცისფრო, სფეროს ფორმის ნისლეულით არის შემოფარგლული. მეცნიერთა აზრით, ასეთი ნისლეულები, უკვე გამოფრქვეული წყალბადის გარე ფენებზე, თვითონ ვარსკვლავიდან ამოსული ნაწილაკების სწრაფი ნაკადების (ქარი) ზემოქმდებით ჩნდება.
WR 31a-ს სფერული ნისლეული 220 ათასი კილომეტრი საათში სიჩქარით ფართოვდებ ა(WR124: ვარსკვლავური ქარის მანქანა). საბოლოოდ, ვარსკვლავი ზეახლად აფეთქდება, ხოლო გამოფრქვეული ვარსკვლავური მატერიისგან, ახალი თაობის ვარსკლავები და პლანეტები ჩამოყალიბდება (ვარსკვლავური სისტემა WR 104, საფრთხე კოსმოსიდან; ვოლფ-რაიეს ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება).