რა ხდება გროვაში სახელად ტყვია? გალაქტიკათა მასიური გროვა 1E 0657-558, შორეული ფონური გალაქტიკების გამრუდებულ გამოსახულებას გრავიტაციული ლინზირებით ქმნის. ეს მოვლენა, გროვაში ბნელი მატერიის არსებობის მტკიცებულებად შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული, რისი წინააღმდეგია გრავიტაციის მოდიფიცირებული თეორია. თეორიათა დრამატული დუელი დასრულდება, თუ უხილავი ბნელი მატერიის არსებობის უტყუარი მოწმობები იქნება მიღებული, რომლებიც გრავიტაციის მოდიფიცირებული თეორიის სიმარტივეს დაამსხვრევს. გახმოვანებული სურათი სამი ტელესკოპით გადაღებული ფოტოებით არის შექმნილი – “ჰაბლი“, “ჩანდრა” და “მაგელანი”. წითელი ფერით წარმოდგენილია რენტგენში მასხივებელი გავარვარებული გაზი, ცისფრით – ბნელი მატერიის სავარაუდო განაწილება. გახმოვანებისას, დაბალი ხმები ბნელ მატერიას მიანიჭეს, საშუალო სიხშირეები – ხილულ სინათლეს, ხილო მაღალი – რენტგენის სხივებს. გროვის შესწავლა გრძელდება, ამიტომ სიახლეებს უნდა ველოდეთ, კომპიუტერულ მოდელირებებსა და მათ ანალიზს (ბნელი მატერია სამყაროს ”ბავშვობის დროინდელ” ფოტოზე).
გახმოვანებული ტყვია…
Posted by