ეს – ხილული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მასიური ობიექტია. გამოსახულებაზე, რომელიც კოსმოსური ტელესკოპი ”ჰაბლის” გაუმჯობესებული კამრით არის მიღებული, ჩანს, რომ გალქტიკათა გროვა ეიბელ 1689 სივრცეს ამრუდებს, როგორც ალბერტ აინშტაინისეული გრავიტაციის თეორია წინასწარმეტყველებს. გალაქტიკებიდან წამოსული სინათლე გარდატყდება და მათი გამოსახულება გამრუდებული და დანაწევრებული სახით წარმოგვიდგება. ამ უზარმაზარი გრავიტაციული ლინზას(გრავიტაციული ლინზა) ძალა მის მასაზეა დამოკიდებული, თუმცა ხილული ნივთიერება – გროვას მოყვითალო გალაქტიკები, ამ მასის მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენენ, რომელთა გარშემოც მოცისფრო რკალისებური ფორმის კიდევ უფრო შეორეული გალქტიკები ჩანან. სივრცის გასამრუდებლად საჭირო მასის უდიდესი ნაწილი, რომელიც ამ კოსმოსურ ლინზას ქმნის, მეცნიერთათვის ჯერ კიდევ ამუცნობი ბნელი მატერიის სახითაა წარმოდგენილი. ეიბელ 1689-ის გრავიტაციული ველის წარმოქმნაში ძირითადი წვლილი ბნელ მატერიას შეაქვს. ის უხილავია, თუმცა შესაძლებელია მისი განაწილების დადგენა, რკალებად გაწელილი შორეული გალქტიკების დამახინჯებული ფორმების მიხედვით. ამ გამოსახულების დეტალური კვლევით ასი ათსამდე აქამდე უცნობი, გალაქტიკების გროვაში მდებარე, სფერული ვარსკვლავთგროვების არსებობაც გამოვლინდა(ბნელი ძალები; ბნელი მატერიით დეფორმირებული გალაქტიკები; ბარიონული და არაბარიონული ბნელი მატერია).
httpv://www.youtube.com/watch?v=s9bYbd9po64&feature=player_detailpage