დიდი და ლამაზი სპირალური გალაქტიკა NGC 7331, ირმის ნახტომის ანალოგი (ჩვენი გალაქტიკური ჯგუფის ტყუპისცალი), ჩვენიდან 50 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, პეგასის (1) თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. ადრე ითვლებოდა, რომ NGC 7331 სპირალური ნისლეულია, ამიტომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ელვარე გალაქტიკა, შარლ მესიეს მიერ XVIII საუკუნეში შექმნილ ცნობილ კატალოგში არ შიყვანეს. იმის გამო, რომ ამ გალაქტიკის დისკო ჩვენს მიმართ დახრილია, ხანგრძლივი ექსპოზიციით მიღებული ფოტოები სივრცის სიღრმულ აღქმას იწვევს. პატარა ტელესკოპით გადაღებულ მკაფიო გამოსახულებაზე, შორეული გალაქტიკების ფონით გარშემო, ეს ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება. ყველაზე კაშკაშა ფონური გალაქტიკების კუთხური ზომა 10-ჯერ ნაკლებია, ანუ ისინი 10-ჯერ კიდევ უფრო შორსაა, ვიდრე NGC 7331. მათი თითქოსდა ახლო განლაგება ამ გამოსახულებაზე, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობაა. ვიზუალურად ერთმანეთზე დადებულ გალაქტიკათა ჯგუფს, რომელსაც ირმის ნახტომის სუსტი გაზის ღრუბლების მიღმა ვხედავთ, დირ-ლიქის ჯგუფსაც უწოდებენ (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
გალაქტიკა NGC 7331
Posted by