გალაქტიკათა უმრავლესობას გაზისა და ვარსკვლავებისგან შემდგარი რგოლები არ აქვს, მაშ, რატომ აქვს M94-ს ერთბაშად ორი? ჰიპოთეზის თანახმად, ვარსკვლავებისგან შემდგარი ხიდის მსგავსი წარმონაქმნი (ე.წ. “ბარი“), M94-ში ბრუნავს და შიდა ელვარე ნაწილში ვარსკვლავწარმომქმნელი პროცესების ინიცირებას ახდენს. გარე რგოლი შედარებით მკრთალია, აქვს განსხვავებული ფერი და ღია, რთული სტრუქტურა. გარე რგოლის წარმოქმნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. M94-ის ზომა 45 ათასი სინათლის წელია, იქამდე მანძილი კი 15 მილიონი სინათლის წელი, ჩანს სამოყვარულო ტელესკოპშიც, მწევრების თანავარსკვლავედში (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).
გალაქტიკა M94
Posted by