“ჰაბლის” მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე, ელვარე ვარსკვლავები, გარშემორტყმული დიფრაქციული სხივებით, პერსევსის თანავერსკვლავედში მდებარე, ჩვენი გალაქტიკის კუთვნილი მნათობებია. ფოტოზე, მათ უკან, ჩანს მკაფიოდ ფოკუსირებული გიგანტური სპირალური გალაქტიკა – UGC 2885, რომლამდე მანძილი 232 მილიონი სინათლის წელია, დიამეტრით 800 ათასი სინათლის წელი, ანუ ჩვენს გალაქტიკაზე რვაჯერ დიდია. UGC 2885-ში 1 მილიარდამდე ვარსკვლავია, ანუ 10-ჯერ მეტი, ვიდრე ჩვენს ირმის ნახტომში. UGC 2885 კვლევის საგნად არის ქცეული, რომლის მიზანია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება მიაღწიოს გალაქტიკამ ასეთ კოლოსალურ ზომას. ასტრონომი ვერა რუბინი ამ ობიექტს სპირალური გალაქტიკების ბრუნვის შესასწავლად იყენებდა. მისი ნამუშევარი პირველი დამაჯერებელი მოწმობა იყო ბნელი მატერიის დომინანტურობისა ჩვენს სამყაროში.
გალაქტიკა ვერა რუბინი
Posted by