ახალმა ჰიპოთეზამ ტიტანი კრიოვულკანების გარეშე დატოვა

 მეცნიერებმა სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე კრიოვულკანების არსებობა უარყვეს
– მათ წარმოადგინეს ახალი ახსნა ტიტანის ზედაპირზე არსებული „საეჭვო“ ლანდშაფტებისა, რომლებსაც აქამდე აქტიურ ვულკანურ პროცესებს უკავშირებდნენ(Icarus; Space.com.).

Sorta Facula.
რელიეფის უჩვეულო ფორმა „კასინიმ“ აღმოაჩინა 2010 წლის დეკემბერში. „კასინი“ ტიტანის რეგიონს Sorta Facula-ს იკვლევდა. გადაღებულ ფოტოებზე აღმოჩნდა რამდენიმე კონუსის ფირმის მაღლობი, რომლიდან რაღაც ნივთიერება იყო ამოფრქვეული, ასევე კონუსებთან ახლოს მდებარე ღრმა ჭები. მეცნიერებმა, რომლებიც ამ დეტალებს სწავლობდნე, დაასკვნეს, ეს წარმონაქმნები კრიოვულკანური მოქმედების კვალია – ვულკანებისა, რომლებიც გაყინულ წყალს, ნახშირწყლებს და სხვა გაზურ ნაერთებს აფრქვევენ.


ტრიტონი.


ენცელადის კრიოვულკანები.
ახალი ნამუშევარის ავტორები ამ წარმონაქმნების არსებობას სხვა ფაქტორებს უკავშირებენ – კერძოდ, მეტეორიტულ ბომბარდირებას, ინტენსიურ წვიმებს და ქარებს.  თუ ეს დამტკიცდა, მაშინ ჰიპოთეზას ტიტანზე კრიოვულკანების არსებობისა და გეოლოგიური აქტიურობის შესახებ ბოლო მოეღება.
დღევანდელი დღისთვის ცნობილი ასეთი ვულკანები ნამდვილად არსებობენ ნეპტუნის თანამგზავრ ტრიტონზე და სატურნის ენცელადზე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.