2015 წლის 15 ივლისის დადგომას ყველა მოუთმენლად ელოდება. სამსახურეობრივი მოვალეობისა თუ უბრალოდ ინტერესის გამო, ყველა თვალს ადევნებს მოვლენას, რომელიც შორეული კოსმოსის კვლევას ეხება. საუბარია ავტომატურ კოსმოსურ აპარატზე ”ახალი ჰორიზონტები”, რომელმაც ორშაბათს, გრინვიჩით 14:04 საათზე, ნეპტუნის ორბიტა გადაკვეთა და ამ გიგანტის არც თუ ისე ხარისხიანი ფოტოები გადაიღო. მანძილი მზიდან ნეპტუნამდე 27-ჯერ აჭარბებს დედამიწა-მზეს შორის მანძილს და 4,02 მილიარდ კილომეტრს უტოლდება.
აღსანიშნავია, რომ ზუსტად 25 წლის წინათ, 1989 წლის 25 აგვისტოს, ნეპტუნთან სხვა კოსმოსური აპარატი მივიდა – ”ვოიაჯერ 2”. ვოიაჯერი მზის სიტემის კიდეებისკენ მოძრაობს, ის არის ერთად-ერთი აპარატი, რომელმაც ცისფერი გიგანტი მოინახულა.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, უკვე 2015 წლის იანვარში ”ახალი ჰორიზონტები” პლუტონისა და მისი გარემომცველი ობიექტების ფოტოების გადმოცემას დაიწყებს. გამოსახულების ხარისხი, რა თქმა უნდა, ”ვოიაჯერითა” და ”ჰაბლით” მიღებულზე უკეთესი იქნება. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ ეს ფოტოები, პლუტონის იდუმალი ბუნების შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების საშაულებას მანამდე მისცემენ, სანამ აპარატი ჯუჯა პლანეტას მაქსიმალურად მიუახლოვდება(ანგარიში პლუტონთან მისვლამდე; ”ახლი ჰორიზონტები”: ქირონის პირველი ფოტოები).