საპლანეტათშორისო ავტომატური აპარატი ”ახალი ჰორიზინტები”, რომელიც პლუტონს უახლოვდება, მოგზაურობას მზის სისტემის კიდესკენ გააგრძელებს. უფრო ზუსტად, არა მის კიდეებს გამოიკვლევს, არამედ კოსმოსურ სხეულებს, რომლებიც ე.წ. კოიპერის სარტყელში მდებარეობს. ბუნებრივია, ამ მისიის ხელმძღვანელობა, მომავალი კვლევებისთვის შესაფერისი ობიექტების, განსაკუთრებით კი დიდი ასტეროიდების, შერჩევას კოსმოსური ტელესკოპის – ”ჰაბლი”, საშუალებით ახდენს.
კოიპერის სარტყელი, მზის სისტემის საკმაოდ ვრცელი რეგიონია, ასტეროიდებითა და სხვა კოსმოსური სხეულებით შევსებული, რომლებიც მზის სისტემის ფორმირების მერე არ შეცვლილა. ყველა ეს კოსმოსური ”ნამარხი” ძალიან ბევრ ინფორმაციას ინახავს ჩვენი სისტემის ისტორიის შესახებ, რაც ასტრონომებისა და ზოგიერთი სხვა მიმართულების მეცნიერთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
”ჰაბლით”, სამი ასტერიდი შეარჩიეს, რომლებიც პლუტონს 1,6 მილიარდი კილომეტრით არიან დაშორებული. ორი მათგანის ზომა 55 კილომეტრამდეა, ხოლო მესამე – 25 კილომეტრი(”ახალი ჰორიზონტები” მოგზაურობას აგრძელებს; მოკლედ მზის სისტემის შესახებ).