აღმოჩენილია უძველესი ნამარხი ხე, რომლის რგოლებშიც დედამიწის მაგნიტური ველის რევერსიაა აღბეჭდილი

 ახალ ზელანდიაში აღმოჩენილი ნამარხი ხის რგოლებში დედამიწის მაგნიტური ველის რევერსიის (შემობრუნება) ეპოქა იკითხება. შიშველთესლოვანი მცენარის, არაუკარიას ნათესავი ხე – Agathis australis, ანუ, მაორის ენაზე – კაური, ჩრდილოეთ კუნძულზე ამოთხარეს, როდესაც იქაური გეოთერმული ელექტროსადგურის მშნენებლობა დაიწყეს. ხე 8 მეტრის სიღრმიდან ამოიღეს, მისი დიამეტრი 3 მეტრია, სიგრძე – 20 მეტრი. ნახშირბადის მეთოდით მისი ასაკი 1500 წელია, და ის სადღაც 41-43 ათასი წლის წინათ ხარობდა.

ახალ ზელანდიაში აღმოჩენილი, არაუკარიას ნათესავი ნამარხი ხე – Agathis australis, ანუ, მაორის ენაზე – კაური.

 კაურის სახეობის ხის სიცოცხლე იმ ეპოქას დაემთხვა, როდესაც დედამიწის მაგნიტური ველი თითქმის მთლიანად მობრუნდა – სამხრეთ პოლუსი არქტიკას მიუახლოვდა და ჩრდილოეთის პოლუსი – ანტარქტიკას, შემდეგ კი – უკან დაბრუნდა.

 დამკვიდრებული თეორიის მიხედვით, დედამიწის მაგნიტურ ველს მისი რკინის ბირთვი ქმნის, რომლის თხევადი გარსი, მყარის გარშემო ბრუნავს და წარმოქმნის ელექტრულ ველს, რომელიც კოსმოსში შორ მანძილზე ვრცელდება. ეს ელექტრომაგნიტური ველი, ჩვენს პლანეტას მზის ქარის დამღუპველი ზემოქმედებისგან იცავს და პოლუსებზე ლამაზ ციალს წარმოშობს. მის გარეშე მზისგან გამოსხივებული დამუხტული ნაწილაკები ჩვენს ატმოსფეროს ოზონის ფენას მთლიანად გააცლიდა (ეს ფარი ”მკვლელი” ელექტრონებისგან გვიცავს). 

 სამწუხაროდ, დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველს ეპოქალური შესუსტების, გაქრობისა და მობრუნების ციკლები ახასიათებს, რის გამოც დედამიწაზე მზის მძლავრი რადიაცია შემოდის. წარსულში სწორედ მაგნიტური ველის ფლუქტუაციებს უკავშირდება ე.წ. ”მასიური გადაშენების” რამდენიმე ეპოქა (linked extinction events to magnetic field reversals).

 ხის წლიური რგოლების სტრუქტურის მიხედვით კლიმატის ისტორიას სწავლობენ. ამ მეცნიერებას ”დენდროქრონოლოგია” ეწოდება.

 დღეს, მსგავსი მოვლენა მწყობრიდან გამოიყვანდა ყველა თანამგზავრსა და ელექტრო-კომუნიკაციას. ფაქტია, რომ ეს ხე მაგნიტური ველის რევერსს გადაურჩა და 1500-ზე მეტი წლის განმავლობაში ხარობდა (https://www.sciencealert.com/chernobyl-has-been-reclaimed-by-plants-why-don-t-they-die-from-cancer). მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მის წლიურ რგოლებზე ასახული ინფორმაციის მეშვეობით დეტალურად გაარკვევენ, რა გავლენას ახდენს კლიმატზე, გეოლოგიაზე და ეკოსისტემებზე ე.წ. ”ლაშამპის ეპოქა”, რომელიც 200-300 ათასი წლის პერიოდულობით, თუმცა ზრდადი ინტერვალებით მეორდება. მეცნიერებს ამ ეპოქათა ცვალებადობის  20 მილიონი წლის ხანგრძლივობის გეოლოგიური ”ჩანაწერები” აქვთ, რომელთაგან უკანასკნელი – 780 ათასი წლის წინ იყო.

 უკვე დიდი ხანია, მეცნიერები ხის წლიური რგოლების სტრუქტურის მიხედვით კლიმატის ისტორიას სწავლობენ. ამ მეცნიერებას ”დენდროქრონოლოგია” ეწოდება. მაგნიტური ველის რევერსიის ეპოქაში მცხოვრებ მცენარეებში, ისევე როგორც გეოლოგიურ ქანებში, რადიოაქტიური ელემენტების კვალია ასახული (მაორის კოცონი დედამიწის მაგნიტურ ველზე მოგვიყვება).

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.