დედამიწა მუდმივი „კოსმოსური ბომბარდირების“ ქვეშაა. შედარებით პატარა კოსმოსური სხეულები (ათეულობით მეტრამდე), როგორც წესი, ატმოსფეროში მთლიანად იწვება და დედამიწის ზედაპირამდე მტვრის სახით აღწევს. დიდები, 100 მეტრზე მეტი ზომის, ატმოსფეროს ადვილად გადის და პლანეტის ზედაპირამდე აღწევს. რამდენიმე ათეული კილომეტრი წამში სიჩქარით შეჯახების დროს გამოყოფილი ენერგია ატომური აფეთქების ტოლფასია. ასეთი შეჯახებებისას (ე.წ. იმპაქტური მოვლენები) დარტყმითი კრატერები, ან ასტრობლემები წარმოიქმნება („ვრსკვლავური ჭრილობა“, ბერძნ. αστρον – ვარსკვლავი და βλημα – ჭრილობა).
ნაიარევი
აჟამად, დედამიწის ზედაპირზე ნახევარ ათასზე მეტი რაოდენობით მსხვილი ასტრობლემაა აღმოჩენილი. XX საუკუნის შუამდე ამ კრატერების დარტყმითი წარმომავლობა საკმაოდ საეჭვო ჰიპოთეზად ითვლებოდა. მეტეორიტული ბუნების კრატერების ძებნა სამოცდაათიანი წლებიდან დაიწყო, მათ ახლაც პოულობენ – სამი-ოთხი ყოველწლიურად. უფრო მეტიც, ასეთი კრატერები ჩვენ დროშიც ჩნდება, თუმცა მათი გაჩენის ალბათობა მეტეოროიდის ზომაზეა დამოკიდებული (კრატერის დიამეტრის კვადრატის უკუპროპორციულად).
ყველაზე დასახლებული კრატერი. d = 24 კმ, ასაკი 14,5 მლნ. წელი. კრატერი კარგადაა შემონახული და კოსმოსიდანაც ადვილად შეიმჩნევა, თან კარგად ჩანს ისიც, რომ ცენტრთან ახლოს ქალაქია აშენებული. ეს ნერდლინგენია, ისტორიული ქალაქი, გარსშემორტყმული იდეალური ფორმის დამცავი კედლით, რაც სწორედ დარტყმითი კრატერის ფორმასთანაა დაკავშირებული. მას „დასახლებულობით“ ქალაქი კალუგა (რუსეთი) თუ შეედრება, ისიც 380 მილიონი წლის წინათ წარმოქმნილი კრატერის ცენტრში დგას (© Infoterra GmbH с сайта www.dlr.de).
კილომეტრიანი დიამეტრის ასტეროიდები, რომლებიც 15 კილომეტრიან კრატერებს წარმოქმნიან, საკმაოდ ხშირად გვსტუმრობენ (გეოლოგიური საზომით თუ ვიმსჯელებთ) – დახლოებით ერთჯერ მეოთხედი მილიონი წლის განმავლობაში. ნამდვილად სერიოზული იმპაქტური მოვლენები, რომელთაც 200-300 კმ. დიმეტრის კრატერების გაჩენა შეუძლია, გაცილებით იშვიათად ხდება – დაახლოებით ერთჯერ 150 მლნ. წელიწადში.
პოპულარული გეოქიმია
როგორ განვასხვაოთ კრატერი რელიეფის სხვა თავისებურებებისაგან? ყველაზე მთავარი ნიშანი ისაა, როცა კრატერი შემთხვევითი სახითაა „დადებული“ რელიეფზე. კრატერის ვულკანურ წარმომავლობას გარკვეული გეოლოგიური სტრუქტურები უნდა შეესაბამებოდეს, თუ ისინი არ არის, კრატერი ნამდვილად დარტყმითი წარმომავლობის უნდა იყოს.
უძველესი კრატერი: სუავიარვი (რუსეთი). d = 16 კმ, ასაკი 2,4 მლრდ. წელი. ის კოსმოსიდანაც ძნელად შეიმჩნევა, რადგან დედამიწაზე მოქმედი აქტიური ბუნებრივი პროცესები სახეს უცვლის მას. ასრებობს მოსაზრება, რომ იქ ნაპოვნი იმპაქტური ქანები გაცილებით მოგვიანებით, კოსმოსური სხეულების მიმდევრობითი ვარდნებით არის წრმოქმნილი (Diomedia-ს ფოტო).
მეტეორიტული წარმომავლობის კიდევ ერთი მტკიცებულებაა მეტეორიტის ფრაგმენტები. ეს ნიშანი მხოლოდ მცირე ზომის (ასეულობით მეტრის) კრატერებში შეიმჩნევა, რომლებიც რკინა-ნიკელის მეტეორიტებმა წარმოქმნა (კლდოვანი მეტეორიტიები ატმოსფროში მოძრაობის დროს იშლება).
ათეულობით კილომეტრი დიამეტრის წარმომქმნელი ობიექტები, როგორც წესი, დარტყმისას მთლიანად ორთქლდებიან, ასე რომ მათი ფრაგმენტების მოძებნა ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა კვლები მაინც რჩება: კრატერის ქანებში პლატინის ჯგუფის ლითონების მომატებული კონცეტრაციის სახით. დარტყმით გაჩენილი ტალღისა და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ქანებიც იცვლებიან: მინერალები დნებიან, ქიმიურ რეაქციებში შედიან, იცვლიან კრისტალური მესერის ფორმას – მთლიანობაში ხდება მოვლენა, რომელსაც დარტყმითი მეტამორფიზმი ეწოდება.
ყველაზე ლამაზი კრატერი კაალი (ესტონეთი). d = 110 მ, ასაკი 4000 წელი. როგორც სხვა მცირე ზომის კრატერები, კაალიც ტბას წარმოადგენს, ხოლო შედარებით მცირე ასაკის გამო, მან წრიული ფორმაც შეინარჩუნა. იქვეა მასთან ერთად მოძრავი მცირე ფრაგმენტების მიერ გაჩენილი პატარა კრატერებიც (wikipedia.org).
ე.წ. იმპაქტიტების არსებობაც კრატერის დარტყმითი წარმომავლობის მოწმობაა. ტიპიური იმპაქტიტია დიაპლექტური მინა, რომელიც მაღალი ტემოპერატურისა და წნევის პირობებში კვარცისა და მინდვრის შპატებისაგან წარმოიქმნება. გვხვდება ეკზოტიკაც – მაგალითად, პოპიგაის კრატერში არც თუ ისე დიდი ხნის წინ ალმასები აღმოაჩინეს, რომელიც გრაფიტის შემცველი ქანებისგან ჩამოყალიბდნენ, დარტყმის დროს წარმოქმნილი მაღალი წნევის ზემოქმედებით.
ლანდშაფტის დიზაინი
დიდი მეტეორიტის დედამიწასთან შეჯახების დროს დარტყმითი გადატვირთვის კვლები აუცილებლად რჩებიან: კონუსები, დნობის კვალი, ნაპრალები. აფეთქება ჩვეულებრივ, ბრეკჩიებს წარმოქმნის(ქანების ნამსხვრევები) – აუტიგენური(უბრალოდ დამსხვრეული) ან ალლოგენური(დამსხვრეული, გადაადგილებული ან ერთმანეთში შერეული ქანები), რომლებიც ასევე იმპაქტურ წარმომქვლობაზე მეტყველებენ(თუმცა, არა ბოლომდე სარწმუნოდ, რადგან ბრეკჩიებს განსხვავებული წარმომავლობაც შეიძლება ჰქონდეთ).
ყველაზე თვალსაჩინო, ბერინჯერის კრატერი (ა.შ.შ.). d = 1,2 კმ, ასაკი 50 000 წლი. ქალაქ უინსლოუსთან, არიზონას შტატი. ის უდაბურ ადგილზე წარმოიქმნა და გეოლოგიურმა პროცესებმა პრაქტიკულად ვერაფერი დააკლეს. კრატერი 1906 წელს ამერილეკმა გეოლოგმა დენიელ ბერინჯერმა აღმოაჩინა და პირველად გამოთქვა აზრი კრატერის იმპაქტური წარმომავლობის შესახებ. სიცოცხლის დარჩენილი 27 წლის განმავლობაში კრატერის ბურღვითა და მეტეორიტის ფრატგმნტების ძებნით იყო დაკავებული (en.wikipedia.org).
დიდი მეტეორიტების ჩამოვარდნისას კრატერის ცენტრში, ჰიდროდინამიური პროცესების ხარჯზე, პატარა გორაკი ან წრიული შემაღლება წარმოიქმნება – დახლოებით ისე, როგორც წყლის ზედაპირზე, თუ მასში ქვას ჩავაგდებთ.
ქვიშით დაფარული
ბევრი კრატერი დედამიწის ზედაპირის ქვემოთაც არის მოქცეული. ეროზია თავის დამანგრეველ საქმეს აკეთებს, კრატერი კი ქვიშითა და ნიადაგით ივსება.
ყველაზე დიდი, ვრედფორტის კრატერი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა). d = 300 კმ, ასაკი 2 მლრდ. 23 მლნ. წელი. მისი დანახვა მხოლოდ კოსმოსიდან არის შესაძლებელი.
ასტრობლემა 10 კმ. დიამეტრის ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ მას ჯერ არდამტკიცებული კონკურენტებიც ჰყავს. მათ შორისაა უილქსის მიწის 500 კილომეტრიანი გეოლოგიური წარმონაქმნი ანტარქტიდაზე, ასევე 600 კილომეტრიანი შივა ინდოეთის სანაპიროზე (NASA).
ჩვენ თუ საშუალო მაჩვენებლიდან გადახვევას ვხედავთ, ეს იმას მოწმობს, რომ მიდამომ გარკვეული გეოლოგიური ზემოქმედება გადაიტანა. ეს არა მარტო დედამიწისთვისაა მართებული, არამედ მზის სისტემის ხვა პლანეტებისთვისაც. მაგალითად, მთვარის „ოკეანეებზე“ კრატერების გაცილებით მცირე რაოდენობაა, ვიდრე მის დანარჩენ ზედაპირზე. ეს, ზედაპირის გაახალგაზრდავებაზე მეტყველებს, რაც, მაგალითად, ვულკანიზმით შეიძლება იყოს გამოწვეული (ასტეროიდები და კომეტები).