ამ უზარმაზარი კოსმოსური ბრილიანტის ფასი 80 მილიარდ დოლარზე მეტია. მას ბრილიანტის ფორმა აქვს, თუმცა, ასტეროიდი 162173 რიუგუ, ძირითადად ნიკელისა და რკინისგან უნდა შედგებოდეს. რიუგუს მსგავსი ასტეორიდებისადმი ინტერესი დიდია. ასეთი ასტეორიდები დედამიწასთან ახლოს ჩაივლიან ხოლმე და შორეულ მომავალში ჩვენ პლანეტას შეიძლება შეეჯახონ. უახლოეს მომავალში კი, ალბათ, მისკენ სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად ხომალდი გაიგზავნება, რაც კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი ნედლულის მოპოვების ახალ წყაროდ აქცევს მას. მეცნიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იმითაა, რომ მზის სისტემის ფორმირების შესახებ ინფორმაციის მატარებელია, რაც მილიარდობით წელს მოიცავს, ასევე დასადგენია, რატომ გადის მისი ორბიტა დედამიწასთან ასე ახლოს. იპონური ავტომატური კოსმოსური ხომალდი ”ჰაიაბუსა-2”, ამ ერთკილომეტრიან ასტეორიდთან ივლისის ბოლოს მივიდა. ფოტოზე ზედაპირის დეტალები ჩანს, რის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი, ქვებითა და კრატერებით დაფარული სივრცეების ჩათვლით. გეგმის მიხედვით, შემდეგი სამი თვის განმავლობაში ”ჰაიაბუსა-2”-ს რამდენიმე ზონდი გამოეყოფა, ზოგი ზედაპირზე დაეშვება, ზოგიც მის გარშემო იფრენს. თვითონ აპარატმა კი ნიმუშები უნდა აიღოს და დედამიწაზე გამოგზავნოს ისინი(წინა ”ჰაიაბუსა”, ასტეროიდები).
ასტეროიდ რიუგუს ფოტო ”ჰაიაბუსა 2”-დან
Posted by