ახალგაზრდა ეგზოპლანეტა სხვა მეთოდით “აწონეს”

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი, ვარსკვლავების კარტოგრაფიით დაკავებული ორი კოსმოსური თანამგზავრიდან მიღებული მონცემების გამოყენებით, ასტრონომებმა ახალგაზრდა ეგზოპლანეტის მასა გამოითვალეს(Nature Astronomy).

 პლანეტა – მხატვრის ბეტას b, იუპიტერზე 9-13-ჯერ მასიური გაზის გიგანტია. 2008 წელს აღმოჩენილი ეგზოპლანეტა, მხატვრის თანავარსკვლავედის ელვარებით მეორე, დედამიწიდან 63 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავ მხატვრის ბეტას გარშემო ბრუნავს(ეგზოპლანეტის საუკეთესო ფოტო).

 იმის გამო, რომ თვითონ ეს ვარსკვლავია ახალგაზრდა(8-20 მლნ.წ.), მის სისტემაში მდებარე პლანეტა საუკეთესო სამიზნეა ეგზოპლანეტების ფორმირებისა და განვითარების შესასწავლად. კვლევის პროცესი იმით არის გართულებული, რომ ვარსკვლავის ფორმირება ჯერ არ დასრულებულა, ის ისევ აქტიურად პულსირებს, რაც ცდომილებებს იწვევს მისი რადიალური სიჩქარის გაზომვისას(მძრაობა ჩვენსკენ და საწინააღმდეგოდ). ამ მეთოდს, ხშირ შემთხვევაში, ეგზოპლანეტის მასის დასადგენად იყენებენ ხოლმე.

 მხატვრის ბეტას შემთხვევაში, სხვა მეთოდი იქნა გამოყენებული – ვარსკვლავის მოძრაობაზე დაკვირვება დიდი ხნის განმავლობაში, რასაც, მთლიანობაში, 20 წელი დაჭირდა.

 შესწავლილი იქნა მხატვრის ბეტას მოძრაობის გზა და მინიმალური გადახრები მოსალოდნელი ტრაექტორიიდან, რასაც პლანეტის გრავიტაციული ზემოქმედება იწვევს.

თეთრწერტილებიანი სპირალი, დედამიწიდან დამზერად ვარსკვლავის მოძრაობის ტრაექტორიას გვიჩვენებს. ყავისფერი კი გადახრებს ამ ტრაექტორიიდან, გამოწვეულს ახალგზარდა ეგზოპლანეტის გრავიტაციული ზემოქმედებით.

 გადახრების დაფიქსირებისა და ამის მიხედვით მასის გამოთვლისთვის ძალიან ხანგრძლივი დაკვირვებებია საჭირო. ამ ამოცანის ამოხსნა ტელესკოპებიდან “ჰიპარქე”(Hipparcos) და “გაია”(Gaia), მიღებული მონაცემების გაერთიანებით მოხერხდა. დაკვირვებები 1990-1993 და 2014-2016 წლებში მიმდინარეობდა.

 მონაცემთა ანალიზით გაირკვა, რომ მხატვრის ბეტას ბეს მასა იუპიტერისაზე 13-ჯერ მეტია. საკუთარი ღერძის გარშემო კი 22,2 წლიანი პერიოდით უნდა ბრუნავდეს(ეგზოპლანეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.