არქეოასტრონომია ასტრონომიისა და არქეოლოგიის სინთეზია. ამ მეცნიერების მიზანია, გამოიკვლიოს ხალხების უძველესი ასტრონომიული მსოფლმხედველობა არქეოლოგიური ექსპონატების ასტრონომიული სიმბოლიკის შესწავლით. არქეო-იასტრონომიის საკითხებში განიხილება უძველესი ნაგებობები: ნიუგრეინჯი (Newgrange), გიზას პირამიდები (Pyramids of Giza), ელ კასტილიო (El Castillo), ბრიტანეთის სტოუნჰენჯები (Stonehange) და ქალაქი უქსმალი (Uxmal). ნიუგრეინჯი, მდებაორებს ირლანდიაში და სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღვიცხვამდე 3300- 2900 წლის წინ არის აგებული. ნიუგრეინჯი შედგება ნეოლითურ ხანაში აგებული 50-მდე ნაგებობისგან, რომლებიც გაფანტულია უზარმაზარ ველზე და მე-17 საუკუნემდე დამარხული იყო. ზამთრის მზის დგომისას შესაძლებელია ვიხილოთ მზის სხივები როგორ ანათებს საფლავის შუაგულს. გასაკვირი ის არის, რომ შუქი მთავარი შესასვლელიდან არ შედის, არამედ საფლავში აღწევს მთავარი კარიბჭის თავზე მოთავსებული „ფანჯრიდან“. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნაგებობას არამარტო რელიგიური, არამედ ასტრონომიული დანიშნულებაც ჰქონდა. არქეოლოგიური გათხრები და ნიუგრეინჯის შესწავლა დღემდე მიმდინარეობს, ტურისტებისთვის მხოლოდ ორი ნაგებობა, Newgrange-ისა და Knowth-ის გორებია გახსნილი.
გიზას პირამიდები მდებარეობენ ეგვიპტეში და უზარმაზარი ზომებით გამოირჩევიან. ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა, რომელიც აშენდა ქრ. შ-მდე 26-ე საუკუნეში. მისი სიმაღლე შეადგენდა 147.6 მეტრს (დღეს 136 მ), ფუძე კვადრატს წარმოადგენს (გვერდების სიგრძეებია 230.4, 230.52, 230.6, 230.54 მ), ხოლო კუთხეები ჰორიზონტის მხარეების მიმართ გამაოგნებელი სიზუსტით არის ორიენტირებული. ეგვიპტის ასამდე პირამიდებიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს(ჰემიუნი) ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. მას გარშემო რომ შემოუაროთ, კილომეტრზე მეტი მანძილი უნდა გაიაროთ. პირამიდის ასაშენებლად 2 300 000 ლოდი დაიხარჯა, რომლებიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გაატარებთ. ხეოფსის პირამიდა მთლიანად თეთრი ფილებით ყოფილა მოპირკეთებული, მაგრამ დღესდღეობით ეს “პერანგი” აღარ არსებობს. გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა ფარაონ ჰეფრენის პირამიდა, მისი სიმაღლე 143 მეტრია, ფუძის სიგრძე კი 215 მეტრი. მისი არქიტექტორი იყო მერიბი. მესამეა ფარაონ მიკერინასის პირამიდა, რომლის სიმაღლეც 66 მეტრია, გვერდის სიგრძე კი 108 მეტრი. მისი ხუროთმოძღვარი იყო დებჰეინი. მერიბსა და დებჰეინს ეგვიპტოლოგები ჰემიუნის მემკვიდრეებად თვლიან. პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში პირამიდებზე აღფრთოვენებით საუბრობს… მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ეგვიპტელებმა ჩრდილოეთის მიმართულება დიდი დათვის თანავარსკვლავედის ორ ვარსკვლავზე დაკვირვებით დაადგინეს.
El Castillo იგივე კუკულკანის პირამიდა, ეკუთვნის მაიას ტომს და ჩიჩენიცაში მდებარეობს(მექსიკა). მისი არქიტექტურული თვისებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ შენობას ბევრი საერთო აქვს ასტრონომიასთან. პირამიდის გვერდებზე აშენებული თითოეული კიბის საფეხურების რაოდენობა არის 91. ამათ რომ დავუმატოთ ისინი, რომლებიც მოთავსებულია ზედა პლატფორმაზე, გამოდის 365 საფეხური, რომლებიც შეგვიძლია დავუკავშიროთ წელიწადის დღეების რაოდენობას (365,25 დღე) ან მთვარის ორბიტათა რაოდენობას: 10000 როტაცია (365,01 დღე). ასევე, მარტსა და სექტემბერში, მზის დგომისას, შესაძლებელია ამ კიბეებზე უცნაური მოვლენის დანახვა: ეს არის ჩრდილი, რომელიც მოძრაობს ჩრდილოეთის მხარეს მოთავსებულ კიბეზე. ის, დიდი გველის ჩრდილს ჰგავს, რომელიც კიბეზე მისრიალებს.
სთოუნჰენჯი არის პრეისტორიული მეგალითური მონუმენტი ინგლისში. მას აქვს დიდი ასტრონომიული მნიშვნელობა. შუა ზაფხულში შესაძლებელია ვიხილოთ თუ როგორ ამოდის მზე Heel Stone-ის თავზე, თუმცა მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით ეს უბრალო დამთხვევაა. შუა ზამთარში კი, სთოუნჰენჯის გარეთ მდგომ ადამიანს შეუძლია დაინახოს თუ როგორ ამოდის მზე და „თავსდება“ მის ცენტრში. ასევე არსებობს აზრი, რომ ეს ნაგებობა არამარტო მზესთან, არამედ მთვარის ფაზებთანაც არის დაკავშირებული, თუმცა ამ იდეებმა სრული აღიარება ვერ მოიპოვა. სთოუნჰენჯი 3 სამშენებლო ფენისგან შედგება:
• 97,5 მ. დიამეტრის მქონე ქვაყრილისგან, რომლის შიგნით ორმოებია(ნაწილი კრემაციული).
• ძველი მიწაყრილის შიგნით ვერტიკალურად განლაგებული ქვის(38 წყვილი) 2 კონცენტრული წრისგან.
• მიწაში ვერტიკალურად ჩასობილი თლილი ქვები(სიმაღლე დაახლოებით 8,5 მ, მასა 28 ტონა), რომლებსაც თავზე ქვის ფილები ადევს. ეს უკანასკნელი ქვათა კონსტრუქცია ქმნის 30 მ. დიამეტრის წრეს. წრეში 5 თრილითია(ზემოდან ფილაგადაფარებული 2 ქვა), რომელიც თავის მხრივ საკურთხევლის ქვის გარშემოა განლაგებული
მაიას ტომს უკავშირდება კიდევ ერთი არქეო-ასტრონომიული ნაგებობა. მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი უქსმალი, მაიას ხალხმა ახალი წელთაღრიცხვით 700–1000 წლებში ააგო. უქსმალის ცენტრს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივი ღვთისმსახურებისთვის, ხოლო მისი განლაგება იმ დროისთვის ცნობილ პლანეტებზე მიანიშნებდა. მაგალითად, პირამიდის დასავლეთ კედლის კიბე წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს, ზუსტად ჩამავალი მზისკენ არის მიმართული. ასევე, უქსმალის ერთ-ერთი ნაგებობა, გუბერნატორის სასახლე, აღმართულია ვენერას ამოსვლის წერტილსაკენ, რომელიც 8 წელიწადში ერთხელ ხდება, და დაფარულია ვენერას და მაიას ტომის თანავარსკვლავედების აღმნიშვნელი სიმბოლოებით.
შუმერებმა არაერთი პირამიდისებრი ნაგებობა შექმნეს, რომელთაც ზიქურათებს უწოდებდნენ. მათ საფეხურებად დალაგებული ფენების სახე ჰქონდათ. ყველაზე სრულყოფილი ზიქურათი ურში ააგეს. ეს ტაძარი ტალახის აგურებით დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2100 წელს ააშენეს. უკანასკნელ წლებში ურის ზიქურათის ნაწილობრივი რეკონსტრუქცია განხორციელდა. ზიქურათი დიდ განძს ინახავდა, რომელთა ნაწილი თანამედროვე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს(კიდევ არქეოასტრონომიაზე; რა აქვთ საერთო უძველეს ობსერვატორიებს?)
ავტორი: დავით პაპოშვილი(სტუდენტი).