1960–იან წლებში მთვარეზე განხორციელებული საკაცობრიო მისიების
შემდეგ გაზრდილ თაობებს არ ასვენებთ კითხვა – “ასტრონავტების მიერ დატოვებული დროშები ისევ მთვარეზე დგას?” (space.com).
და აი, მთვარის მკვლევარებმა სურათები გამოაქვეყნეს, რომელიც NASA–ს მთვარის მზვერავი ორბიტერის კამერამ (Lunar Reconnaissance Orbiter Camera – LROC) გადაიღო: დიახ, დროშების უმეტესობა ისევ დგას.
“LROC–ს სურათები გვიჩვენებს, რომ Apollo 11–ის მისიის გარდა, ყველა დროშა ადგილზეა. ბაზ ოლდრინი პირველი დღიდანვე ვარაუდობდა, რომ მთვარიდან მოდულის აფრენის დროს საწვავის ნაკადმა დროშა მოგლიჯა და განზე გადაისროლა. როგორც ჩანს, მართალიც იყო!” – ამბობს მთავარი მეცნიერ–მკვლევარი მარკ რობინსონი.
NASA–მ LROC–ს დახმარებით Apollo 11–ის დაშვების ადგილის იმდენად მაღალი გარჩევადობის სურათები გადაიღო, რომ მათზე არა მარტო მთვარის მოდულის კიბე, არამედ ასტრონავტების მიერ დატოვებული მცირე ზომის საექსპერიმენტო ხელსაწყოებიც კი მოჩანს, კერძოდ: პირდაპირი ტრანსლაციის TV–კამერა, ლაზერული რეფლექტორები და სეისმური დეტექტორები.
მთვარის მზვერავი ორბიტერის მიერ გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს ობიექტები და მათი ჩრდილები მთვარისეული დღის სხვადასხვა საათებში. ჩრდილის მეშვეობით ადვილად გაირჩევა დროშები, რომლებიც მთვარის გრუნტში ისევ დგას.
“უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყველა დროშა გამოთეთრდა. 42 წელიწადი ვაკუუმში მდგარი დროშები ტემპერატურის 500˚–იან ცვალებადობასა და მზის ულტრაიისფერ გამოსხივებას განიცდის. გვეგონა, რომ უკვე განადგურდნენ”.
ორბიტერმა ახლახანს გადაიღო სურათები 24 კილომეტრის სიმაღლიდან, სადაც დეტალურად მოჩანს ასტრონავტების მიერ გაკვალული ბილიკები, ზონდები და ყველგანმავლები (იხ. ვიდეო).
NASA–ს მთვარის ორბიტული მზვერავი (Lunar Reconnaissance Orbiter – LRO), ორბიტაზე 2009 წელს გავიდა და დღემდე მუშაობს (გეოდეზისტის ჩრდილი მთვარეზე;”ჰაბლი” ხედავს პლუტონს, მაგრამ ვერ ხედავს ”აპოლონს” – რატომ?) (დეტალურად იხილეთ: hubpages.com-ზე).
რუსულად: https://www.youtube.com/watch?v=J6bTlYs5sbI
ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.