მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჰუმანოიდის 15 სანტიმეტრიანი ჩონჩხი, მთავარი გმირი დოკუმენტური ფილმისა „სირიუსი“ – არ არის ფალსიფიკაცია. თუმცა დნმ-ს ანალიზი მისი უცხუპლანეტური წარმომავლობის ვერსიის მომხრეებს იმედს გაუცრუებს(ScienceNOW). უცხოპლანეტელი? მეცნიერებისთვის უცნობი პრიმატი? ბავშვი ანომალიებით? მუმიფიცირებული ნაყოფი? სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ გაგუგებრობისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტეს. მათი კვლევა ერთმნიშვნელოვანი მტკიცების საშუალებას იძლევა, თუ რომელ სახეუბას ეკუთვნის ატა – ასე შეარქვეს ფილმის შემქმნელებმა უცნაურ არსებას. თუმცა ზოგიერთი შეკითხვა მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.
ეს ისტორია ათი წლის წინ დაიწყო, როცა უდაბნო ატაკამას ერთ-ერთ მიტოვებულ ქალაქში ნაპოვნი იქნა ჩანთა, შიგნით მოთავსებული პატარა არსების ჩონჩხით. შედმეგ ატა ბარსელონელი კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა, მალევე კი ის „სირიუსის“ შემქმნელებმა არამიწიერი სიცოცხლის მტკიცებულებად აქციეს. ჰარი ნოლანი, სტენფოტდელი იმუნოლოგი, ნარჩენების ანალიზის გაკეთების უფლება მოიპოვა, რათა არსების წარმომავლობისთვის ნათელი მოეფინა.
უცნაურად დეფორმირებულმა თავის ქალამ, 10 ნეკნმა 12-ის ნაცვლად ნოლანის თანამშრომელი, ძვლის ანომალიების სპეციალისთი, რალფ ლაჰმანი ძალიან გააკვირვა, რომელმაც აღიარა, რომ მსგავსი არაფერი არ უნახავს. დნმ-ს ანალიზის გასაკეთებლად ნოლანმა კონსულტაციები გამოქვაბულებში ნაპოვნი ჩონჩხების მკვლევარებთან გაიარა, თუმცა მათი მეთოდები არ გამოდგა. ატას ნარჩენები, როგორც აღმოჩნდა, არა საუკუნეებს, არამედ რამდენიმე ათეულ წელს ითვლიდა. ამის გამო დნმ-ს მაღალი ხარისხის ნიმუშების აღება მოხერხდა.
ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე(ამო) მონადირეებისთვის სამწაუხაროდ, ატა ადგილობრივი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, დნმ-ს მიტოხონდრიების გაპლოჯგუფმა მიუთითა, რომ ატას დედა წარმოშობით სამხრეთ ამეწრიკის სანაპიროდან იყო – ანუ ჩილედან.
რენტგენის სხივებით კვლევამ აჩვენა, რომ ეპიფიზარული ფირფიტების სიმკვრივე 6-8 წლის ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამებოდა. თუ ეს შედეგები დადასტურდება, ნოლანი ამ ფენომენის მხოლოდ ორნაირ ახსნას ხედავს: ატა ან ჯუჯობის უკიდურესი ფორმით იყო დაავადებული და ნამდვილად იცოცხლა ამ ასაკამდე, ან მისი სწრაფი დაბერება პროჰერიით იყო გამოწვეული და ის დედის მუცელში დაიღუპა, ან ადრეული მშობიარობის დროს(ჩონჩხის ზომა 22 კვირიანი ბავშვის ნაყოფს შეესაბამება). ერთი ან მეროე ვარიანტის დასამტიცებლად ან უარსაყოფად, შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო, მაგალითად, ძვლის ტვინში ჰემოგლობინის დონის ანალიზი და ჯუჯობის გენეტიჯური ნიშნები ან პროგერიის.
ანომალიების კიდევ ერთი მიზეზი ტერატოგენური ფაქტორი შეიძლება იყოს. ნოლანი მას-სპექტრომეტრული ანალიზის ჩატარებას გეგმავს, რაც, შესაძლებელია, ტოქსინების ან მეტაბოლიტების კვლებს გამოავლენს.
უილიამ იუნგერსი, ნიუიორკელი პალეოანტროპოლოგი, უფრო პროზაული ვერსიისკენ იხრება. მისი აზრით, ნოლანს არანაირი გენეტიკური ანომალიები არ აღმოუჩენია, რადგან ისინი არც არის, ატა მხოლოდ ცუდად გამომშრალი და მუმიფიცირებული ნაყოფია. ამაზე მოუმწიფებელი კიდურები და ღია მეტოპური ღარი მოწმობენ(ქალას ძვლების შეერთების ადგილი შუბლის შუაში). თუმცა მისი ვერსია ნეკნების რაოდენობასა და ეპიფიზური ფირფიტების სიმკვრივის საკითხს ღიად ტოვებს.
ნოლანი კვლევების დასრულებასა და შედეგების ექსპერტთა სამსჯავროზე გამოტანას გეგმავს. ჯერჯერობით მან მხოლოდ ის დაამტკიცა, რომ ატა ფალსიფიკაცია არ არის და ის ადამიანის ნარჩენებია.
ადგილობრივი „უცხოპლანეტელი“
Posted by