სამყაროთა ევოლუციის გვირვინი: შავი ხვრელი

 თუ დარვინისეული თეორიისთვის შემუშავებულ მათემატიკურ აპარატს სამყაროთა ევოლუციისთვის გამოვიყენებთ, საინტერესო დასკვნამდე მივალთ: სამყაროები იდიალურად თავსებადნი არიან შავი ხვრელების წარმოქმნისთვის, რომლებიც თავის მხრივ ახალ სამყაროებს აჩენენ(University of Oxford).
ჰოპოთეზა კოსმოლოგიური ბუნებრივი გადარჩევის შესახებ, პირველად 1990 წელს გამოჩნდა. ამ თეორიის მიხედვით შავი ხვრელების ”მეორე მხარეს” ახალო სამყაროები შეიძლება გაჩნდნენ – თითოეული, ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივების საკუთარი კრებულით. იმ სამყაროებში, რომლებშიც ფიზიკური კანონები სიცოცხლის გაჩენასა და განვითარებას ხელს უწყობენ, გონიერი დამკვირვებლები შეიძლება გაჩნდნენ. ეს ჩვენი სამყაროს ”ნატიფ მოწყობას” ხსნის, რომელიც კაცობრიობის არსებობს შესაძლებელს ხდის.
კოსმოლოგიური ბუნებრივი გადარჩევის ჰიპოთეზის მიხედვით, მულტისამყაროების ”ფორმა”(ყველანაირი შესაძლო სამყაროების კრებული), რომლებიც შავი ხვრელებიდან გაჩნდნენ, განსაზღვრავს პროგრესს, მსგავსს ბიოლოგიური ბუნებრივი გადარჩევისა. ეს პროცესი სამყაროთა ”წარმოების” ამაღლებისკენაა მიმართული, რომელთა შიგნითაც შავი ხვრელები იბადებიან.
სამყაროთა განვითარების პროცესების მიმართ თუ პრაისის განტოლებას გამოვიყენებთ, რომელიც ბიოლოგიური ორგანიზმების ევოლუცია აღწერს(რაც ოქსფორდის მეცნიერებმა გააკეთეს), დავინახავთ, რომ სამყაროები უბრალოდ შავი ხვრელების გაჩენისთვის არიან ”შექმნილნი” – როგორც თევზები არიან წყალში საცხოვრებლად შექმნილნი, ხოლო ფრინველები ცაში ფრენისთვის.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, კოსმოლოგიური ბუნებრივი გადარჩევის ჰიპოთეზა საკამათო საკითხია და ბევრი ფიზიკოსი ამაზე მიუთითებს, თუმცა მეცნიერები ასეთი მასშტაბური პროცესების აღწერის შესაძლებლობით დაინტერესდნენ, ბიოლოგიური ორგანიზმებისა და გენების ევულუციასთან ანალოგიით. რა თქმა უნდა, მათემატიკური აპარატი, შემუშავებული დარვინის თეორიისთვის, მნიშვნელოვან გადამუშავებას ითხოვს – სამყაროთა ევოლუცია ბიოლოგიურისგან ძალიან განსხვავდება. მაგალითად, მულტისამყაროს შემთხვევაში არ არსებობს დროის მიხედვით განვითარების კონცეფცია. მიუხედავად ამისა ევოლუციონირებადი სამყაროების მოდელი ძალიან ჰგავს ბაქტერიების გაყოფას, რომლის დროსაც უსქესო უჯრედები, რაღაც მიზნებისათვის, უფრო მეტი შეგუების უნარის მქონე მემკვიდრეების არსებობას უდებენ დასაბამს(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.