ჰიპერსივრცე

 ფანტასტიკურ ლიტერატურაში ხშირად ხსენებული ადგილი სამყაროში, სადაც შესაძლებელია მოძრაობა სინათლის სხივის სიჩქარით. შეიძლება შევადაროთ ე.წ. „თხუნელას ხვრელს“ აინშტაინისეულ დრო-სივრცეში, სადაც ზოგიერთი თეორიის მიხედვით შესაძლებელია ტუნელური გადასვლა სამყაროს ერთი ნაწილიდან მეორეში „მოკლე გზით“.

 კოსმოსური აპარატი “პლანკი“, რომელიც ახდენს რელიქტური გამოსხივების კვლევას, აღმოაჩინა ამ გამოსხივებაში ტემპერატურის არაერთგვაროვანი ინტენსიურობა. კერძოდ რელიქტური გამოსხივების ფლუქტუაციის(საშუალო ფიზიკური სიდიდეებიდან შემთხვევითი გადახრა, რომელიც ახასიათებს ნაწილაკების დიდი რაოდენობისაგან შემდგარ სისტემას, ანუ რაღაც უცვლის გამოსხივებას თვისებებს) ანომალური  კუთხური განაწილება. ერთი თეორია ამას ხსნის იმით, რომ ჩვენი სამყარო არ არის სამ განზომილებიანი სიბრტყე ან სფერო. თუ სამყაროს განვიხილავთ, როგორც დოდეკაედრს, მაშინ თეორიული გათვლები ახლოს დგებიან ექსპერიმენტულ მონაცემებთან.

 როგორც ჩანს თეორიები არ უარყოფენ ჰიპერსივრცის არსებობას, თუმცა მასში მოგზაურობა შესაძლებელია მხოლოდ ფანტასტიკურ ლიტერატურაში ხსენებული კოსმოსური ხომალდებით.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *